საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როსტომ ჩხეიძის ლექცია-სემინარების კურსი

კრიტიკა და მხატვრული შემოქმედება (სასემინარო პროცესში მონაწილეობს ლია წერეთელი)

 

2023 წლის 20 მარტიდან, ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურით დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, შეისწავლონ კრიტიკული აზროვნება, წარმოადგინონ საკუთარი მხატვრული შემოქმედება, გაეცნონ ქართული და მსოფლიო კლასიკური ნაწარმოებების სიღრმისეულ კვლევებს, დაეუფლონ მხატვრული ნაწარმოების ანალიზს. ლექციაზე დასწრება შეუძლია ყველა სპეციალობის სტუდენტს. საუკეთესო ნაწარმოებები და კრიტიკული წერილები დაიბეჭდება სხვადასხვა გამოცემაში, სტუდენტები შეხვდებიან ცნობილ მეცნიერებსა და კრიტიკოსებს.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია # 302

თარიღი: 13/03/2023