საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

IX ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია - „ანტიკურობის თანამედროვეობა“

IX ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია - „ანტიკურობის თანამედროვეობა“ გაიმართება 2023 წლის 12-14 ივნისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით). 

კონფერენციას კვლავ ექნება საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნება, კულტუროლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს. 

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. 

საკონფერენციოდ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

 

თეზისები და სარეკომენდაციო წერილი გაგზავნილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2023 წლის 3 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი. 

თარიღი: 11/03/2023