eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2024  წლის  24 სექტემბრის  სხდომის გადაწყვეტილებით (ოქმი N10) ცხადდება  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

1. აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი - 1  ადგილი

2. ამერიკისმცოდნეობის სასწავლო- სამეცნიერო   ინსტიტუტი      -  1 ადგილი                                       

3. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი - 1 ადგილი

4. სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო   ინსტიტუტი - 1 ადგილი

5. ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი - 1 ადგილი

6.  თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო   ინსტიტუტი - 1 ადგილი

საბჭოს წევრობის მსურველი ზემოთაღნიშნული  ინსტიტუტების  აკადემიური პერსონალის  განცხადებები (დანართი №1) მიიღება  2024 წლის 30 სექტემბრიდან  8 ოქტომბრის  ჩათვლით  ფაკულტეტის კანცელარიაში.  განცხადების წარმოდგენა  შესაძლებელია ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე: tamarmokverashvili@tsu.ge. 

არჩევნები ჩატარდება 10 ოქტომბრიდან 18  ოქტომბრის ჩათვლით შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით.

კონკრეტულ ინსტიტუტში არჩევნების დღის დანიშვნისა და საარჩევნო კომისიის   დამტკიცების შესახებ გამოიცემა დეკანის სამართლებრივი  აქტი.

თარიღი: 26/09/2024