საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩეხური ენა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარე სემესტრში რუსული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე იწყება ჩეხური ენის სწავლება. კურსს გაუძღვება თბილისში ჩეხეთის საელჩოს დახმარებით საგანგებოდ ამ საგნის სასწავლებლად ჩამოსული ჩეხი პედაგოგი  ანა დოსოუდილოვა. კურსის სწავლების ენა არის ჩეხური, პედაგოგი ფლობს ინგლისურს.

მათ, ვისაც ჩეხური ენა, კულტურა გაინტერესებთ, დარეგისტრირდით ამ კურსზე, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციასა და გამოსადეგ ცოდნას შეიძენთ.

მართალია, ჩეხური ენა 1 რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის არჩევითი საგნების ფორმატშია გამოცხადებული. მაგრამ საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს (მათ შორის, სხვა ფაკულტეტებიდან) შეუძლია მისი არჩევით საგნად აღება.

თარიღი: 03/03/2023