საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ესეების კონკურსი „ბასკეთი სტუდენტის თვალით“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: „ბასკეთი სტუდენტის თვალით“ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის – სტუდენტებისათვის.

კონკურსის პირობები:

• ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:

ბასკური ენა და კულტურა;

ბასკურ-ქართული ურთიერთობები.

ნაშრომს შეაფასებს ჟიური და 1 ნოემბერს გამოავლენს საუკეთესო 3 ნაშრომს.

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

განაცხადის ფორმა:

• მომხსენებლის სახელი, გვარი;

• სწავლების საფეხური:

• მისამართი;

• ტელეფონი (მობილური);

• ელექტრონული ფოსტის მისამართი;

• ნაშრომი.

ესეს გაფორმების წესი:

• ფურცლის ზომა A4;

• მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ;

• შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen);

• შრიფტის ზომა – 12;

• სტრიქონებს შორის მანძილი – 1;

• გვერდების რაოდენობა – 3-5.

კონკურსით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ 2022 წლის 20 ოქტომბერი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:

irinnanozadze@gmail.com

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის მაგისტრი ირინა ნოზაძე

ტელეფონი: 557 90 20 98

 

 

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 19/08/2022