საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია "XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 2022 წლის 20 დეკემბერს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას – "XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა".

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 30 ნოემბრამდე  უნდა გადმოგზავნონ მოხსენების სათაური, ხოლო 15 დეკემბრისთვის - სტატია ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  tamar.sharabidze@tsu.ge

 

დანართში იხ. სტატიის გაფორმების წესი.

სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.

 

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფ. თამარ შარაბიძე

 

თარიღი: 16/11/2022