საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი 2022 წლის 26-27 მარტს   გამართავს სამეცნიერო კონფერენციას:

 

„ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაიცვან თეზისების გაფორმების წესი და 2022 წლის 1 მარტამდე თეზისები უნდა გადაგზავნონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: nino.rukhadze.h@tsu.ge.

 

თეზისები უნდა მოიცავდეს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა   თემებს ჰუმანიტარული მეცნიერების შემდეგი დარგებიდან:

ისტორია

ლინგვისტიკა

კულტურა

ეთნოლოგია

ფოლკლორი

მითოლოგია

ხელოვნება

არქეოლოგია

პალეოგრაფია

კონფერენცია გაიმართება ზუმის პლატფორმაზე და თეზისები განთავსდება თსუს რეპოზიტორზე.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტებს, მაგისტრანტებს.

 

თარიღი: 20/12/2021