2026 წლის 5 მარტს, 11:00 საათზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები“.
მომდევნო დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე, 202-ე აუდიტორიაში, გაიმართება აღიარებული მკვლევრის, ილინოისის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, ისტორიკოს მარია ტოდოროვას საჯარო ლექცია „ნაციონალიზმის ინტენსივობის განზომილებები და ოპერაციული რეჟიმები.“
სამუშაო ენა - ინგლისური.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ, მობრძანდეთ!
თანდართული დოკუმენტების სახით იხილეთ კონფერენციის პროგრამა და მოსაწვევი.