საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა X სამეცნიერო კონფერენცია - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები

2022 წლის 29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა  X  სამეცნიერო კონფერენციას  – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 25 ოქტომბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე:
translation@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.

 

დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა/თეზისები; მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.

 

თარიღი: 05/09/2022