საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურ კონგრესი

2022 წლის 14-16 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურ კონგრესი.

 

კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ენათმეცნიერება
  • დარგთაშორისი ლინგვისტური კვლევები
  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • ფოლკლორისტიკა
  • ისტორია
  • ეთნოლოგია
  • ანთროპოლოგია
  • არქეოლოგია
  • წყაროთმცოდნეობა
  • კულტუროლოგია
  • სტუდენტური კვლევები

 

კონგრესი გაიმართება შერეული ფორმატით. 175 მოხსენებას წაიკითხავს 200-მდე მეცნიერი მსოფლიოს ექვსი ქვეყნიდან.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. კონგრესის პროგრამა.

თარიღი: 11/11/2022