საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია

"ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათაი სტორიის დიდი სიახლე (რენესანსის წინა ეპოქის ევროპის ხალხთა პოპულარული თხზულების ე.წ. ბარლაამ-რომანისშ ექმნის უცნობი დეტალები)"

 

17 მარტს, 15.00 საათზე, ჩატარდება თსუ პროფესორის ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“. ლექცია ეხება ბიზანტიურ-ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ეფთვიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის - მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში; და მომხსენებლის მიერ ბარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც ბიზანტინოლოგიაში თხზულების ავტორად იყო მიჩნეული, ვინაობის დადგენას.

 საჯარო ლექცია ტარდება „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001)  ფარგლებში.

17 მარტი (პარასკევი), 15.00. თსუ, I კორპუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. 1), აუდიტ. 107. 

 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტი;

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდუმთან არსებული შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციის შემსწავლელი კომისია      

თარიღი: 11/03/2023