საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპორვებლად კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო საბუთების მიღების და საბუთების განმხილველი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდეს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.


2. სტიპენდიის მოპოვებისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

2.1    პროფესორის 1 რეკომენდაცია;
2.2    პირადობის მოწმობის ასლი;
2.3    სტუდენტის სასწავლო ბარათი;
2.4    სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2.5    სიგელები;
2.6    სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
2.7    ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;


3. ამ ბრძანების მეორე პუნქტში განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2022 წლის 12 ივლისიდან – 20 ივლისის 17 საათის ჩათვლით ან ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე – sopiko.dzneladze@tsu.ge ან თსუ პირველი კორპუსის 208-ე ოთახში (საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე).


4. სტიპენდიატის წარსადგენად დამტკიცდეს საბუთების განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
4.1. თეიმურაზ პაპასქირი
4.2. ნინო ჩიქოვანი
4.3. მერაბ ჩუხუა
4.4. მიხეილ ბახტაძე
4.5. ქეთევან ხუციშვილი


5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.


6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი                    /ნანა გაფრინდაშვილი/