საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოსმიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 10 ივნისის N 175/01-01 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

 

1) დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერება თაფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი.
2) ანი ბანეთიშვილი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი სპეციალისტი.
3) ხატია ხატიაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

 

2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2022 წლის 11 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით 10-დან 16 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი), ოთახი N207.