საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" მე-4 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად,

ვბრძანებ:

  1. ინგლისური ენის პრაქტიკული ფლობის დონის დასადგენად და სპეციალობის თეორიული კურსების ცოდნის დონის დასადგენად საგამოცდო კომისიის წევრებად განისაზღვრონ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის პროფესურა: პროფ. მანანა რუსიეშვილი, პროფ. მანანა გელაშვილი, ასოც. პროფ. რუსუდან დოლიძე, ასოც. პროფ. ნათია ნემსაძე, ასოც. პროფ. ნინო დარასელია.
  2. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.