საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტების მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014 წ.), სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 6 სექტემბრის N 153/01-01ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

 1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

 1) თამარ მოკვერაშვილი - აპარატის უფროსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი.

 2) მარიამ ბაკურიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

 3) ხატია ხატიაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

 2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2021 წლის 8 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით 12-დან 16:00 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ჭავჭავაძისგამზ. N1 (I კორპუსი), ოთახი N207.

3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.

 4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.