საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე,
 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდეს აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2.    სტიპენდიის მოპოვებისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

2.1    პროფესორის 1 რეკომენდაცია;
2.2    პირადობის მოწმობის ასლი;
2.3    სტუდენტის სასწავლო ბარათი;
2.4    სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
2.5    სიგელები;
2.6    სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
2.7    ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
3.    ამ ბრძანების მეორე პუნქტში განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2021 წლის 21 ივლისიდან 2021 წლის 27 ივლისის 17 საათის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)

4.    სტიპენდიატის წარსადგენად დამტკიცდეს საბუთების განმხილველი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

4.1 .   თეიმურაზ პაპასქირი
4.2.   ნინო ჩიქოვანი
4.3    მერაბ ჩუხუა
4.4    მიხეილ ბახტაძე
4.5    ეკატერინე ნავროზაშვილი

5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.


6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.