საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020 -2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევისთვის დადგენილი ვადისა და საფაკულტეტო კომისიის შესახებ

თარიღი: 16/06/2021

ბრძანების N:: 6

„ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 29 - ე მუხლის მე 3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო           უნივერსიტეტის წესდების მე -5 მუხლის მე -2 პუნქტისა და   21-   ე მუხლის მე –   6   პუნქტის, თსუ რექტორის 2021   წლის 8               ივნისის „პროგრამის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“    ფარგლებში   სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის       სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ბაკალავრიატის   ან   /   და   დიპლომირებული მედიკოსის   /   სტომატოლოგის   საგანმანათლებლო   პროგრამაზე   ჩარიცხულ              სტუდენტთა   ფინანსური   წახალისებისათვის   კანდიდატთა   შერჩევის                             კრიტერიუმების   დადგენისა   და   ფაკულტეტებზე   სახელმწიფო   სტიპენდიით          დასაფინანსებელი   სტუდენტების   რაოდენობის   განსაზღვრის   შესახებ   80/01-01
ბრძანების   საფუძველზე,

 
ვბრძანებ:
1. 2020-2021 სასწავლო წლის   გაზაფხულის    სემესტრში პროგრამის „ სახელმწიფო 
სტიპენდიები სტუდენტებს “ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 
სტუდენტებმა    N1 დანართით    დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე 2021 წლის 10 ივნისიდან 16 ივნისის 23:59 საათის ჩათვლით.

    2. განისაზღვროს 2020 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამის „ სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით :
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
გ ) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი                      სპეციალისტი;
დ ) სოფიკო ძნელაძე   – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ე ) თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი       სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
ვ) გიორგი შალამბერიძე - სამართლებრივი სპეციალისტი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. 

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.