საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტურაში მიღება!

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

 

თარიღი: 31/07/2025

ბრძანების N:: 161/01-01

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული   პირის  - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“ და    „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტებისა  და  „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ  “ თსუ-ს  აკადემიური   საბჭოს 2011 წლის    29 ივნისის    N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს    მიღება   სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს    2011 წლის    29 ივნისის   N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2.დოქტორანტობის    კანდიდატი      დოქტორანტურაში       სწავლის       უფლების მოსაპოვებლად:
ა) გადის  გასაუბრებას  ან/და აბარებს მისაღებ გამოცდას (ზეპირი ან/და წერითი    ფორმით)   სპეციალობაში,    შესაბამის    პროგრამაზე    მიღების წინაპირობის გათვალისწინებით;
ბ) აბარებს უცხო ენის გამოცდას ან/და ადასტურებს უცხო  ენის ცოდნას შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;
3.განისაზღვროს    სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში    2025-2026 სასწავლო   წლის    შემოდგომის    სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 22 – 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო  ენაში(ინგლისური, ფრანგული, გერმანული) -  4 სექტემბერი ;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი (14:00 საათი);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -8 სექტემბერი-10 სექტემბერი (14:00
საათამდე);
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;


ვ) დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც  დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:


•         გამოცდა ინგლისურ ენაში-11 სექტემბერი;
•         ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
•         ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება– 13-14 სექტემბერი;
•         ინგლისური ენის გამოცდის  აპელაციის შედეგების გამოცხადება-15 სექტემბერი;

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 11-12 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–16-17 სექტემბერი
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –18 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 19-22 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო  ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი.

4.   განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ)  მაგისტრის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი   დიპლომისა  და დიპლომის  დანართის  დამოწმებული  ასლი (თსუ-ს   კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი   ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში  - ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი; 2025 წლის მაგისტრატურის  კურსდამთავრებულთათვის  ცნობა  ხარისხის   მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 
გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)უცხო ენის  ცოდნის  დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დოქტორანტობის კანდიდატს  მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის   არანაკლებ B2  დონეზე   ცოდნა.  გერმანული  ან  ფრანგული  ენის  ცოდნის დადასტურების შემთხვევაში, დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება  არანაკლებ B1დონეზე.   იმ  შემთხვევაში,   თუ   დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ  ბაზად  ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა
ი) ქართული ენის B2 დონეზე  ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თუ  კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული- ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) შესაბამის  სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია   ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი.
ლ) უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
მ) წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის  ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

5.   დოქტორანტობის   კანდიდატის   გასაუბრების   ან/და   სპეციალობაში   გამოცდის (ზეპირი ან/და წერითი  ფორმით) შეფასების კრიტერიუმები უნდა  იყოს წინასწარ დამტკიცებული, საჯარო და ხელმისაწვდომი;
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

თარიღი: 01/08/2025