საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტი

ინსტიტუტში გაერთიანებულია რვა პროფესორი:  

ინსტიტუტის მისიაა პიროვნების და სოციალურ კონტექსტში ადამიანის ქცევის  მრავალფეროვნების შესახებ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო კურსების შექმნა, ინტრა- და ინტერპერსონალური ცვლადების კვლევა და თეორიული იდეებისა და ახალი მონაცემების გამოყენება პრაქტიკასა და სოციალურ ინოვაციებში.

მისიის განხორციელებას ინსტიტუტი ახდენს:

  • პიროვნების ფსიქოლოგიაში არსებული ძირითადი თეორიების, კლასიკური კვლევებისა და მეთოდოლოგიის სწავლებით, რის საუკეთესო გზაა არსებული ტრადიციების ცოდნით მათი შეფასება, რევიზია, ახალი იდეების ტესტირება და პრაქტიკული გამოყენება ფსიქოლოგიაში პროგრესის მისაღწევად;
  • ტრადიციული ლაბორატორიული და ექსპერმენტული მეთოდების ცოდნასთან ერთად სხვადასხვა მეთოდოლოგიების სწავლება, როგორებიცაა გამოკითხვის ტექნიკები, კომპიუტერული სიმულაციები, კონკრეტული შემთხვევების განხილვა,  ნარატიული ტექნიკები, დისკურსის ანალიზი და სხვა.
  • ტრანსფერული უნარების განვითარება სტუდენტებში, ცნობიერების გაზრდა, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული კონტექსტის გამოყენება თეორიაზე დაფუძნებული იდეების შესამოწმებლად.

პროფესურა ორიენტირებულია პერსონალური პროცესებისა და ინტერპერსონალური გავლენების შესწავლაზე ადამიანის ქცევის გასაგებად. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის ქცევის ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მკვლევრები სწავლობენ ინტრაპერსონალური პროცესებისა და სოციალური ქცევის ურთიერთგავლენას. 

  • ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ პიროვნების ზოგად ფსიქოლოგიურ თეორიებს, კვლევის მეთოდებს, ისტორიასა და თანამედროვე ლიტერატურას. ისინი ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში პროფესორებთან ერთად. საკუთარი კვლევითი ინტერესებიდან გამოდინარე ირჩევენ კურსებს ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებიდან და უფრო ფართოდ სოციალური მეცნიერებების დიდი სპექტრიდან.

ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს სამაგისტრო და სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი სტუდენტებისათვის:

  • სამაგისტრო პროგრამა: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება.
  • სადოქტორო პროგრამა: პოზიტიური ფსიქოლოგია — ემპირიული კვლევები.
  • ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი სტუდენტებისათვის

 

ინსტიტუტის პროფესურა ფარავს ისეთ კვლევით საკითხებს, როგორებიცაა:

  • ფსიქოლოგიური და სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა
  • სტრესი, ტრავმა, დაძლევის სტრატეგიები, პოსტტრავმული ზრდა და ორაზროვანი დანაკარგი
  • ემოციური და სოციალური ინტელექტი
  • მორალური მსჯელობა, იდენტობა, კომპეტენცია
  • ვიზუალის ანალიზი - ფსიქოლოგიური პერსპექტივა
  • პიროვნების ავერსიული მახასიათებლები - ბნელი ტრიადა და მისი კორელატები
  • კრეატიულობა
  • Flow / აქტივობაში ჩართულობა
  • პიროვნული და სოციალური  იდენტობები: ფორმირება, დინამიკა
  • გენერაციულობა და მისი კორელატები
  • რელიგიურობის ფსიქოლოგია - რწმენების და ღირებულებების განვითარება და მათზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა საზრისის ძიების თეორიული მოდელის ჭრილში.
  • პოზიტიური მშობლობის როლი ბავშვების და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.
  • ფსიქოანალიზი, თეორია, მეთოდი და გამოყენება
  • ფსიქოანალიზი, კულტურა, გენდერი, პოლიტიკური ქცევა
  • ოჯახის და სოციალური მხარდაჭერის როლი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
  • კოგნიტური შეცდომების რაობა  სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევის შემთხვევაში
  • პიროვნების, მცირე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური შეფასებისა და კვლევის მეთოდების განვითარება/ ადაპტაცია
  • ბავშვობისა  და მოზარდობის ასაკის ქცევითი და ემოციური აშლილობების დიაგნოსტიკა, რისკ-ფაქტორების, ეპიდემიოლოგიის, გენეზისის, თერაპიული მიდგომების შესწავლა
  • მოზარდთა დევიაციური ქცევის ფსიქოსოციალური ფაქტორების შესწავლა; პრევენციული /ინტერვენციის  პროგრამების განვითარება საგანმანათლებლო და სამართალდამცავ სისტემებში
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ფსიქოლოგთა როლის განვითარება - ბავშვის საუკეთესო ინტერესსა და განვითარების ასაკობრივ კანონზომიერებებზე მორგებული საგამოძიებო ინტერვიუირებისა და სასამართლო ფსიქოლოგიური შეფასების მეთოდოლოგიის შექმნა/განვითარება. 
  • მოზარდების ინდივიდუალური კონსულტაცია კოგნიტურ-ბიჰევიორული და პრობლემაზე ფოკუსირებული მიდგომით.
  • ბავშვების და მოზარდების ქცევითი და ემოციური სფეროს აშლილობების შეფასება, პრევენცია და ინტერვენცია სკოლის კონტექსტში.
  • მშობლების და შვილების ურთიერთობის სირთულეებთან გამკლავების პრევენციული და ინტერვენციული პროგრამების შემუშავება/განხორციელება.
  • მოზარდებში წამალდამოკიდებულების პრევენციული პროგრამების შემუშავება/განხორციელება.