საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის მთავარი მიზნებია:

  •  ამერიკისმცოდნეობის სწავლების გაუმჯობესება
  •  სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მასშტაბებისა და ამოცანების გაზრდა
  •  პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება
  • ამერიკის შესახებ ობიექტური და პროფესიული ინფორმაციის გავრცელება უნივერსიტეტის არა მარტო პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შორის, არამედ ფართო საზოგადოებაშიც
  •  ქართული ამერიკისმცოდნეობის ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიეროკვლევით და საგანმანათლებლო პროცესებში
  •  ქართულ-ამერიკული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა
  •  ამერიკული ღირებულებების, დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკის, კულტურის პოპულარიზაციის, შეერთებულ შტატებზე არსებული ძველი სტერეოტიპების მსხვრევის ხელშეწყობა.
  • ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შორის. ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ინსტიტუტის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:
  • ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტოტო პროგრამების დახვეწა
  • არა მარტო ამერიკელი, არამედ ევროპელი ექსპერტების უფრო ფართოდ ჩართვა სწავლების პროცესში (ვიდეო-კონფერენციების გზით ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ამერიკისმცოდნეების მოკლე სალექციო კურსების შეთავაზება, ამავე გზით, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ერთობლივი დისკუსია-სემინარების ჩატარება, გაცვლითი პროგრამების მომზადება)
  • ერთობლივ პუბლიკაციებზე მუშაობის გაგრძელება (ამერიკის შესწავლის კრებულები) და ახალი პუბლიკაციების მომზადება:
  • “ამერიკის შესწავლის კრებულის” კონცეფციის დახვეწა, კერძოდ, თემატური კრებულების მომზადება და რედკოლეგიაში შესაბამისი სპეციალობების მოწვეული სამეცნიერო რედაქტორების ჩართვა.
  • ინგლისუერენოვანი ანოტაციების გაზრდა და უცხოელი მკვლევრების სტატიების ინგლისურ ენაზე გამოქვეყნება.
  • ამერიკისმცოდნეობაში ახალი პუბლიკაციების, დოკუმენტური ფილმების, აუდიო მასალებისა და გამოფენების ანოტაციების მომზადება.
  • სტატიების ხარისხისადმი მოთხოვნების ამაღლება და ქართველი მკვლევრების შესაბამისი თემატიკის საერთაშორისო სტანდერტების დონეზე მომზადებული სტატიების გარდა, უცხოელი ამირიკისმცოდნეების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტატიების გამოქვეყნება.
  • სტუდენტების საუკეთესო სტატიების კრებულში ჩართვა ან ცალკე კრებულის სახით გამოცემა.
  • მონოგრაფიების, სალექციო კურსებისა და სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა
  • აღნიშნული პიბლიკაციების არა მარტო საქართველოში, არამედ ინგლისურ ენაზე მის ფარგლებს გარეთაც გავრცელება.
  • სადოქტორო ნაშრომებზე მუშაობისას, ამერიკელი და ევროპელი პროფესორების თანახელმძღვანელობა.
  • ამერიკისმცოდნეობის ქართული სასწავლო ლიტერატურის (ზოგადი სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები) შექმნა.
  • ამერიკული და ევროპული სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომების ქართულად თარგმნის ორგანიზება, ფართო საზოგადოებისათვის მათი გაცნობის მიზნით.
  • ამერიკისმცოდნეთა საერთაშორისო კონფერენციების, თემატური კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, სემინარების ორგანიზების გაგრძელება და მათში მონაწილეობის მიღება.
  • ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის (სიმპოზიუმის) მუშაობა, სადაც ამერიკისმოცდნე მკვლევრები, მათ შორის, დოქტორანტები თავიანთი ნაშრომების აპრობაციას მოახდენენ.
  •  ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ვებგვერდის განახლება და მასზე ქართველი ამერიკისმცოდნეების საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და მათი ნაშრომების განთავსება, ლინკების გაკეთება ამერიკისმცოდნეობის წამყვანი ცენტრებისა და მათი პუბლიკაციების მარტივად მოსაძიებლად.