საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მედიცინის ფაკულტეტი

უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია დასაბამს 1918 წელს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის და მასში სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან იღებს. 1919 წელს სამკურნალო ფაკულტეტი დაარსდა დამოუკიდებელი ფაკულტეტის სახით, ხოლო 1929-1930 სასწავლო წლის ბოლოს მან უნივერსიტეტში არსებობა შეწყვიტა. 1995 წელს თსუ-ში უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა, ხოლო 2000 წელს მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი.

 

Round University Ranking-ის 2020 წლის მონაცემების მიხედვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 452-ე ადგილს იკავებს (სპილენძის ლიგის კატეგორია). აღნიშნული კატეგორია მოიცავს მედიცინის ფაკულტეტის ოთხი ძირითადი კომპონენტის იხედვით შეფასებას, ესენია: სწავლების, კვლევის, საერთაშორისო მრავალფეროვნების და ფინანსური მდგრადობის ინდიკატორი. სწავლების კრიტერიუმის მიხედვით თსუ, მედიცინის ფაკულტეტი მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგში 327-ე ადგილზეა (ვერცხლის კატეგორია). კვლევითი კომპონენტის მიხედვით 524-ე, საერთაშორისო მიმართულებით კი - 205-ე ადგილს იკავებს (ვერცხლის კატეგორია). ხოლო, ფინანსური მდგრადობის მიხედვით თსუ, მედიცინის ფაკულტეტი 320 ადგილზეა  (ბრინჯაოს კატეგორია). იხილეთ წყარო.

 

 

მისია

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მისიაა სამედიცინო პროფესიონალებისა და მკვლევარების აღზრდა, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს განვითარების ხელშეწყობა, რაც აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისა და ჰარმონიზებული პროგრესისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო სამედიცინო-სამეცნიერო აზრის განვითარებისათვის.

მიზანი

თსუ მედიცინის ფაკულტეტის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების კერად ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენს  ქვეყნის შიგნით ლიდერ, ხოლო საერთაშორისო დონეზე მზარდი ცნობადობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუციას,  რომელსაც გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კლინიკური ცენტრები, საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე კურსდამთავრებულები და აკადემიური პერსონალი და საერთაშორისო აღიარების სამეცნიერო პროდუქცია.

 

დოკუმენტური სერიალი "სამედიცინო განათლების სათავეებთან"

სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში

წიგნის შეძენა შეგიძლიათ თსუ წიგნის მაღაზიაში (ჭავჭავაძის გამზირი N 1).

იხილეთ წიგნის ფრაგმენტის ელ. ვერსია

 

OSCE გამოცდა