საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 125/01-01 03.05.2022 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესისა  და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის  სხდომაზე (ოქმი N 1) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ:

  1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N 125/01-01 03.05.2022 ბრძანების შესაბამისად, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 89 კანდიტატის შერჩევა;
  2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
  • სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
  • ელენე ხუციშვილი – უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
  • თეონა მატარაძე -დეკანის მოადგილე;
  • სანდრო ტაბატაძე – სამეცნიერო სამსახურის უფროსისი მოვალეობის შემსრულებელი;
  • თეონა თაბუაშვილი – წამყვანი სპეციალისტი;
  • თეკლე მელაძე-სპეციალისტი.

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 4 მაისიდან – 7 მაისის  ჩათვლით მისამართზე: social@tsu.ge

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის  სხდომაზე (ოქმი N 1) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე.

5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.