საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N242/01-01  2020.12.09 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 6) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე.

ვბრძანებ

  1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N242/01-01  2020.12.09 ბრძანების შესაბამისად თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 85 კანდიტატის შერჩევა.
  2. სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

•    ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
•    ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
•    ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი ;
•    ელენე ხუციშვილი – უფროსი სპეციალისტი;
•    თამარ გოგორიშვილი - მთავარი სპეციალისტი ;
•    თამარ ქარსაულიძე – წამყვანი სპეციალისტი;
•    ლუიზა აბაზაძე – მთავარი სპეციალისტი ;

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის 10:00 საათამდე   მისამართზე: social@tsu.ge 

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N 6) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების წესით

5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა 
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.