საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 

2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს  2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  დაცვის  ვადა  23 დეკემბერი 2020 წელი (სამაგისტრო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია“ აკრედიტაციის ვადის  ა.წ. 31 დეკემბერს ამოწურვასთან დაკავშირებით) 
  2.  შეიქმნას 2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია  შემდეგი შემადგენლობით 

    კულტურისა და მედიის სოციოლოგია

1)    ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2)    ამირან  ბერძენიშვილი - პროფესორი
3)    ფლორა ესებუა - მოწვეული პედაგოგი სოციოლოგიის დოქტორი
4)    კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი
5)    თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

 

 3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

 4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.