საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ 1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი; 2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი; 3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი); 4. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა - ა.წ. 27 თებერვლის 17:00 სთ-მდე; საკონკურსო პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b// 5. საკონკურსო საბუთები დასრულებული პროექტის ანგარიში (ტექნიკური და ანალიტიკური) ბეჭდური და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილ უნდა იქნეს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში, VI კორპუსი, N406; 6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 12 მარტს; 7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 8 თვე (2020 წლის 15 მარტიდან 1 ნოემბრამდე); 8. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს; 9. პროექტის მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარმოდგენის შემდგომ; 10. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე; 11. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა; 12. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. თეონა მატარაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2. მანანა შამილიშვილი - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; 3. ვალერიან მელიქიძე - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დაგრში; 4. იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი; 5. ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი; 6. კორნელი კაკაჩია - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; 7. თეა ვახანია - ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი 13. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება; 14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

დანართი