eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს მადლობის სიგელი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას სახელით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისთვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის მადლობის სიგელი გადასცა.

ვულოცავთ პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს ამ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
 

თარიღი: 15/06/2026