ყურადღება! ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შემოთავაზებული სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა:
მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
განაცხადების გადმოგზავნის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ივნისი - 16:00 საათი (თბილისის დროით)
კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს:

