eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანჟელი ხორავას და ზეინაბ გოგრიჭიანს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცათ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის უფროსი მასწავლებლები, ქალბატონი ანჟელი ხორავა და ქალბატონი ზეინაბ გოგრიჭიანი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
ვულოცავთ ქალბატონ ანჟელის და ქალბატონ ზეინაბს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

 


 

თარიღი: 15/06/2026