ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში პროფესიული სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი ეკატერინე ბარაბაძე უძღვებოდა.
ტრენინგზე განიხილეს თუ როგორ უნდა მომზადდეს სააპლიკაციო ფორმა, სამოტივაციო წერილი და CV, ასევე როგორ უნდა მოემზადოს აპლიკანტი დამსაქმებელთან წარმატებული გასაუბრებისთვის.
ტრენინგი მიზნად ისახავს ხელშეწყობას პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში.