Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორია

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის გუნდი სპორტული განათლების ფესტივალზე ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორი გახდა. თსუ პროფესიული სტუდენტი რობერტ ფასანიძე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ფინალური შეხვედრები გაიმართა ფრენბურთში მცხეთის სპორტულ კომპლექსში გაიმართა. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს თსუ პროფესიული განათლების ცენტრი და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი შეხვდნენ. დაძაბული თამაშის შედეგად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. მესამე საპრიზო ადგილი კოლეჯმა “ამაგი” დაიკავა.

 

გამარჯვებულ გუნდებს და მოთამაშეებს შეჯიბრებების დასასრულს თასები და ინდივიდუალური ჯილდოები ტურნირის ორგანიზატორებმა - სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - **„კოლეჯი მოდუსი College Modus“-**ის წარმომადგენლებმა გადასცეს.

 

სპორტული ფესტივალი სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - ის „კოლეჯი მოდუსი College Modus“-ის და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით გაიმართა.