Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყველაფერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახლად შექმნილ ვებ-პლატფორმაზე

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის (1918-1921 წწ.) შემ­სწავ­ლე­ლი ვებ-პლატ­ფორ­მა ამ­ოქ­მედდა. http://drc.tsu.ge – ვებ-გვერ­დზე უკ­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ლექ­ციო კურსი, პოდ­კას­ტი და სტა­ტია, რო­მე­ლიც მკითხველს 1918-1921 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გადად, კავ­კა­სი­აში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აც­ნობს და, ას­ევე, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის აღ­ნიშნულ მო­ნაკ­ვეთს მსოფ­ლი­ოს კონ­ტექ­სტში აან­ალ­იზ­ებს. ამ დრო­ის­თვის ვებ-გვერ­დი სა­ტესტო რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს.

 

ახ­ალი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვებ-პლატ­ფორ­მა თსუ-ის პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ-ლი­კის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრ-ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის ინ­ფორ­მა­ცი­ული კვლე­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მკვლე­ვა­რის ნი­კა მუ­ყა­საშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით შე­იქ­მნა. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი — სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მა­დაც არ­სე­ბუ­ლი, არ­ას­წო­რად ინ­ტერ­პრე­ტი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ობი­ექტუ­რი, მეც­ნი­ერ­ული არ­გუ­მენ­ტე­ბით და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბაა.

 

„საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას მრა­ვალ­ნა­ირი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ით ას­წავლიდ­ნენ, სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი არ­სე­ბობ­და. დღე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­ნათ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, ვიწ­რო სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ძა­ლი­ან ცო­ტა ად­ამი­ანი ფლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებ-პლატ­ფორ­მა თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად და­ფი­ნან­სდა. ამ დრო­ის­თვის სა­პი­ლო­ტე ვერ­სიაა გაშ­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ნელ-ნე­ლა ვებ-გვერ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ულ­ად­აც შე­ივ­სე­ბა და ვიზუ­ალ­ური მხა­რეც და­იხ­ვე­წე­ბა“, — გან­მარ­ტავს ნი­კა მუ­ყა­საშ­ვი­ლი.

 

ვებ-პლატ­ფორ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გა­დად, კავ­კა­სი­აში და, ასევე, რუ­სეთ­შიც მი­ღე­ბუ­ლი ბევ­რი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა დღე­საც აქ­ტუ­ალ­ურია და მი­სი ცოდ­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე მწვა­ვე გე­ოპ­ოლ­იტ­იკ­ური სა­კითხე­ბი­სად­მი სწორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უზრუნ­ველ­ყოფს.

 

„ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობა იწყე­ბა 1918-1921 წლე­ბი­დან: პირ­ვე-ლი ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე — ტფი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — და­არ­სე­ბუ­ლია ამ პე­რი­ოდ­ში; სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბი და­ამ­ყა­რა ევ­რო­პულ აკ­ად­ემი­ურ და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­თან, ჩვენ შე­მო­ვი­ტა­ნეთ ძა­ლი­ან დი­დი ტრა­დი­ცია გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის... გვყვავ­დნენ ის­ეთი ად­ამი­ან­ები, რო­გო­რიც იყო აკ­აკი ჩხენ­კე­ლი, რომ­ლის წიგ­ნი ახ­ლა მუ­შავ­დე­ბა და გა­მო­იც­ემა ამ ცენ­ტრის სა­ხე­ლით. არ­სე­ბობს გე­ოპ­ოლიტ­იკ­ური წე­რი­ლე­ბი, რო­მე­ლიც გან­საზღვრავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას რუ­სეთთან, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­თან... თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­სტი­ტუ­ცი­ური ბა­ზი­სი და სა­მარ­თალ­მემკვიდ­რე­ობა პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის ფუნ­და­მენ­ტზე აშ­ენ­და. აუც­ილ­ებელია — ვი­ცო­დეთ ჩვე­ნი ის­ტო­რია, ვი­ცო­დეთ — სა­იდ­ან მოვ­დი­ვართ და ვიც­ნობ­დეთ იმ ად­ამი­ან­ებს, რომ­ლებ­მაც 1918-1921 წლებ­ში ის­ეთი სა­ხელ­მწი­ფოს მო­დე­ლი შექ­მნეს, რომე­ლიც იმ დროს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ მო­დე­ლად ით­ვლე­ბო­და და ამ­ას აღნიშ­ნავ­და აქ ჩა­მო­სუ­ლი ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალი დე­ლე­გა­ცი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამ პე­რიოდ­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უბ­არი იყო 6 სა­ათი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე, ქარ­თუ­ლი და ბელ­გი-ური ბაზ­რე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­აზე, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე იყო და­ცუ­ლი და მათ 1919 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მი­იღ­ეს მო­ნა­წი­ლე­ობა.

 

აუც­ილ­ებ­ელია იმ­ის ცოდ­ნა, რომ 1920 წლის „მოს­კო­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით“ რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ის სა­ქარ­თვე­ლოს იურ­ის­დიქ­ცი­აში ყოფ­ნა ოფ­იცი­ალურ­ად აღი­არა. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, უამ­რა­ვი სა­კითხია, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ-თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ წეს­რიგს წყვეტს“, — აღ­ნიშ­ნა ნი­კა მუ­ყა­საშ­ვილ­მა.

 

ვებ-გვერ­დი — http://drc.tsu.ge – 13 მა­ის­იდ­ან ამ­ოქ­მედ­და. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვი­დე-ოლ­ექ­ცი­ებ­ის კურ­სის ატ­ვირ­თვა იგ­ეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც 1918-1921 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პარტი­ულ პო­ლი­ტი­კას, არ­ჩევ­ნებს, ხე­ლოვ­ნე­ბას, კონ­ფლიქ­ტებ­სა და სო­ცი­ალ­ურ სა­კითხებს მო­იც­ავს. ვებ-პლატ­ფორ­მა­ზე თსუ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლიკის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, ექ­სპერტ-რე­ვიუები და სხვა მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბაც იგ­ეგ­მე­ბა.