Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამართლის მიმართულებამ 7 წლიანი აკრედიტაცია გაიარა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბამ მომ­დევ­ნო 7 წლი­ანი აკ­რე­დი­ტა­ცია გაიარა. პროგ­რა­მა სტუ­დენ­ტებს თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს. გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორს, პრო­ფე­სორ ირ­ინე ქურ­და­ძეს სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მის დამ­საქ­მებ­ლე­ბის მოთხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სა და ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის სა­კითხებ­ზე ესა­უბ­რა.

 

— სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შემ­დეგ კონ­კრე­ტუ­ლად რა სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობთ სტუ­დენ­ტებს?

 

— ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის გუნ­დის მი­ერ ბევ­რი სი­ახ­ლე და­იგ­ეგ­მა და უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­ხორ­ცი­ელ­ება. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ბაკ­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რებ­ზე არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის რა­ოდ­ენ­ობა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­არ­და, შე­დე­გად სტუ­დენ­ტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ვს, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ული ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით და­გეგ­მოს სას­წავ­ლო ცხრი­ლი. სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო პრაქ­ტი­კუ­ლი სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, რაც ჩვენც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და შე­სა­ბა­მი­სი მე­მო­რან­დუ­მი გა­ვა­ფორ­მეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან და საზღვაო სატ­რან­სპორ­ტო სა­აგ­ენ­ტოს­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პროგ­რა­მის კურ­სდამ­თავ­რე­ბულს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა ის უნ­არ­ები, რაც და­საქ­მე­ბი­სას დას­ჭირ­დე­ბა.

 

— რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბი თე­მა­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით?

 

— იურ­იდი­ული გა­ნათ­ლე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა და ჩვენს პროგ­რა­მებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, დი­დი ნა­წი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებს ეკ­უთ­ვნის, თუმ­ცა გა­ვა­ფარ­თო­ვეთ არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის სი­აც — 10-ზე მე­ტი სა­გა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე, სა­მა­გის­ტრო­ზე — გა­ცი­ლე­ბით მე­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­დი სფე­როა და იმ სი­ახ­ლე­ებ­თან ერ­თად, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მა­ში ხდე­ბა, ჩვენ სტუ­დენ­ტებს შე­სა­ბა­მის ახ­ალ კურ­სებს ვთა­ვა­ზობთ. არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექ­სტრა­კუ­რი­კუ­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ციკ­ლი (სა­ჯა­რო ლექ­ცი­ები, დის­კუ­სი­ები...), რა­საც სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­არ­ებ­ული მეც­ნი­ერ­ები ატ­არ­ებ­დნენ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს, მათ შო­რის ბო­ლო ლექ­ცი­ები მი­ეძ­ღვნა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის საქ­მე­ებს, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა და გა­ერ­ოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს. ეს უკ­ან­ას­კნე­ლი წა­იკ­ითხა კემ­ბრი­ჯის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლა­უტ­ერ­პახ­ტის ცენ­ტრის სა­მარ­თლის დოქ­ტორ­მა. სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ მოკ­ლე სას­წავ­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ კურ­სებს, ამ კურ­სებს ქარ­თველ მკვლე­ვა­რებ­თან ერ­თად ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი უძ­ღვე­ბა.

 

— თქვენ სთა­ვა­ზობთ სას­წავ­ლო კურ­სებს, რო­მე­ლიც დამ­საქ­მე­ბელ­თა მოთხოვ­ნებს პა­სუ­ხობს?

 

— ამ­აზე ის ფაქ­ტიც მეტყვე­ლებს, რომ შარ­შან ჩვენს პროგ­რა­მა­ზე მი­ღე­ბის კვო­ტა გა­ვა­ორ­მა­გეთ და კონ­კურ­სი მა­ინც მა­ღა­ლი შე­ნარ­ჩუნ­და. ახ­ალ­გაზ­რდებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი დი­დია და ჩვენ მათ შე­სა­ბა­მი­სი დო­ნის სას­წავ­ლო პროგ­რა­მას ვთა­ვა­ზობთ. ას­ევე, ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში ხში­რად წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ. გარ­და ამ­ისა, ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა­ში ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად ერ­თვე­ბი­ან.

 

რო­დე­საც ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­აზე ვსა­უბ­რობთ, აუც­ილ­ებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გრო­ნინ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თობ­ლი­ვი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ორ­მა­გი დოქ­ტო­რან­ტუ­რის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და­ვიწყეთ, რო­მელ­შიც ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ეკა სი­რა­ძე და დოქ­ტო­რან­ტი ნი­კა მელ­ქა­ძე ჩა­ერ­თვნენ.

 

გა­სულ წელს პა­ტი­ვი მერ­გო და ჟან მო­ნეს კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის წო­დე­ბა მო­ვი­ღე. ERASMUS-ის ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებს ახ­ალი სას­წავ­ლო კურ­სი შევ­თა­ვა­ზეთ, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, არ­ად­ის­იკ­რი­მი­ნა­ცი­ული მიდ­გო­მე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენ­ის სტან­დარ­ტის შეს­წავ­ლას ეძ­ღვნე­ბა. პრო­ექ­ტის იმ­პლე­მენ­ტა­ცი­აში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ კევ­ლიშ­ვი­ლი და ას­ის­ტენ­ტი/დოქ­ტო­რან­ტი თა­მარ ალ­ექ­სი­ძე. ამ­ავე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ისა (სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ები, დის­კუ­სი­ები), სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მი­სი მიდ­გო­მე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ეს თე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ალ­ურია ჩვენ­თვის, რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ის მსურ­ვე­ლი ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნის­თვის, რა­თა უკ­ეთ ვიც­ნობ­დეთ ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებს და ვაც­ნო­ბი­ერ­ებ­დეთ — რა მოგ­ვეთხო­ვე­ბა ჩვენ და რა სი­კე­თე­ებ­ის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია გა­წევ­რი­ან­ებ­ის შე­დე­გად.

 

— რამ­დე­ნად არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი ჩარ­თუ­ლი კვლე­ვით პრო­ცეს­ში?

 

— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სე­რი­ოზ­ული გა­მოწ­ვე­ვაა. ბუ­ნებ­რი­ვია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ბევ­რი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება მო­უწია ახ­ალ რე­ალ­ობ­ას­თან ად­აპ­ტი­რე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ვცდი­ლობთ, რომ სტუ­დენ­ტებს რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ღო­ნის­ძი­ება შევ­თა­ვა­ზოთ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მეშ­ვე­ობ­ით კვლე­ვი­თი პრო­ცე­სი არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა, ხელ­მი­საწ­ვდო­მია ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ბა­ზე­ბი, სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სერ­ვი­სი... ჩვენ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გარ­კვე­ული ცვლი­ლე­ბე­ბი სი­ლა­ბუ­სებ­შიც ავ­სა­ხეთ და კვლე­ვით პრო­ექ­ტებ­ზე შე­ფა­სე­ბის წი­ლი გავ­ზარ­დეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურ­ზე. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი ის­ეთი სა­ინ­ტე­რე­სო კუთხით უყ­ურ­ებ­ენ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს ერ­ოვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ კონ­ტექ­სტში, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დი­ლი მეც­ნი­ერ­იც კი არ და­ფიქ­რდეს...

 

ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, ას­ევე, აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ იმ­იტ­ირ­ებ­ულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში, ეს უკ­ვე დი­დი ხნის ტრა­დი­ციაა. ახ­ლა­ხანს ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა გა­იმ­არ­ჯვეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თალ­ში იმ­იტ­ირ­ებ­ული სა­სა­მარ­თლოს კონ­კურ­სში. მინ­და გუნ­დის თი­თოეულ წევ­რს მი­ვუ­ლო­ცო და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო.

 

— რამ­დე­ნად არ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი კვლე­ვით პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და რამ­დე­ნად ეხ­ება მა­თი კვლე­ვის თე­მა­ტი­კა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში არ­სე­ბულ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს?

 

— პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად კვლე­ვე­ბის წარ­მო­ება, რა თქმა უნ­და, შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, მო­ითხოვს დიდ ენ­ერ­გი­ას, თუმ­ცა ჩვე­ნი გუნ­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც წარ­მა­ტე­ბით უმ­კლავ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აკ­ად­ემ­იკ­ოს ლე­ვან ალ­ექ­სი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით, რა­საც ვაგ­რძე­ლებთ. არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ერო პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის აღ­ვნიშ­ნავ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ის სე­რი­ას, რომ­ლის გა­მო­ცე­მაც და­იგ­ეგ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ და მზა­დე­ბის პრო­ცეს­შია. პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცია არ­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი და ეძ­ღვნე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის 95 წლის იუბ­ილ­ეს. ამ გა­მო­ცე­მის მი­ზა­ნია, უცხო­ელ კო­ლე­გებს გა­ვაც­ნოთ-გა­ვუ­ზი­არ­ოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ქარ­თუ­ლი სკო­ლის (რომ­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი/შემ­ქმნე­ლი სწო­რე­დაც რომ აკ­ად­ემ­იკ­ოსი ლე­ვან ალ­ექ­სი­ძეა) გა­მოც­დი­ლე­ბა და ხედ­ვა. გა­მო­ცე­მა პრო­ფე­სორ და­ვით პა­ტა­რაიას უზ­ომო ძა­ლის­ხმე­ვი­თა და იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­დი მხარ­და­ჭე­რით იბ­ეჭ­დე­ბა. ამ­ას­თა­ნა­ვე, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭოს გრი­ფის მი­სა­ნი­ჭებ­ლად ორი პუბ­ლი­კა­ცია უკ­ვე გა­და­ვე­ცით — ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის მაია ბი­თა­ძის პუბ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვით სა­მარ­თალს ეხ­ება და მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რის და­ვით გე­ფე­რი­ძის პუბ­ლი­კა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ერო სა­მარ­თლის სა­კითხებ­ზე (მე­ორე გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა). ას­ევე, ყო­ველ წელს, ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რის კონ­სტან­ტი­ნე კორ­კე­ლი­ას რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­იც­ემა სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ათა კრე­ბუ­ლი, სა­დაც გა­მოც­დილ მკვლევ­რებ­თან ერ­თად ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის სტა­ტი­ებ­იც ქვეყ­ნდე­ბა. სულ რა­ღაც ერთ კვი­რა­ში პროფ. კორ­კე­ლი­ას რე­და­ტო­რო­ბით აქ­ტუ­ალ­ურ თე­მა­ზე სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ათა კრე­ბუ­ლის — „ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა და კო­ვიდ-19 პან­დე­მია“ პუბ­ლი­კა­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია არ­ის და­გეგ­მი­ლი. ახ­ლა­ხანს ჩვენ­მა ას­ის­ტენ-პრო­ფე­სორ­მა ნი­ნო რუ­ხა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია — „სა­ხელ­მწი­ფოს იმ­უნ­იტ­ეტი და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბი“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მი­სი სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვის გა­და­მუ­შა­ვე­ბულ/შევ­სე­ბულ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რომს.

 

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წარ­მა­ტე­ბით გან­ვაგ­რძოთ მუ­შა­ობა.

 

— სა­ინ­ტე­რე­სოა პან­დე­მი­ის­ას რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული სა­კითხე­ბის კუთხით...

 

— უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ­ის სტუ­დენ­ტის და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ვართ იმ­ის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­ცი­ური ცოდ­ნა მივ­ცეთ და სა­თა­ნა­დო გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ. თსუ-ის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რი­თა­დად ახ­ალ­გაზ­რდე­ბი მუ­შა­ობ­ენ და მათ კარ­გად ეს­მით, თუ რა პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნათ სტუ­დენ­ტებს. ვიმ­ყო­ფე­ბით დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, არ­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ სწრა­ფად და კომ­პე­ტენ­ტუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ ამ გა­მოწ­ვე­ვებს.