Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია 1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები: ხედვა საუკუნის შემდეგ

ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი

მაია ტო­რა­ძე

 

27 მა­ისს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ონ­ლა­ინ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „1921 წლის ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი: ხედ­ვა სა­უკ­უნ­ის შემ­დეგ“ გა­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ კონ­ტექ­სტში გან­ხი­ლუ­ლი­ყო 1921 წლის მოვ­ლე­ნე­ბი, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის და­კარ­გვი­სა და ოკ­უპ­აცი­ის ის­ტო­რი­ული, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეთ­ნო­ლო­გი­ური და სხვა ას­პექ­ტე­ბი. კონ­ფე­რენ­ცია მი­ეძ­ღვნა ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის (1921-2013) და­ბა­დე­ბი­დან 100 წლის იუბ­ილ­ეს.

 

კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც მოკ­ლედ მი­მო­იხ­ილა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია 1921 წლი­დან დღემ­დე და ის მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც 1921 წელს მოხ­და, რა­მაც უამ­რა­ვი რამ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­აში და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გან­საზღვრა კი­დეც მი­სი ცხოვ­რე­ბის ბო­ლო სა­უკ­უნე. რო­გორც პრო­ფე­სორ­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ სა­უკ­უნ­ის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე უფ­რო ლო­გი­კუ­რი ად­გი­ლი დღეს სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის თა­ნა­ტო­ლია და ის­ტო­რი­ის უკ­უღ­მარ­თო­ბა რომ არა, ის­ინი ერ­თად უნ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და დაღ­ვი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა ძნელ­ბე­დო­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მა­ინც მო­ახ­ერ­ხა გან­ვი­თა­რე­ბა და დღეს, რო­გორც მთე­ლი თა­ვი­სი სა­უკ­უნ­ოვ­ანი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნ­ივ­ერ­სი­ტეტს უდ­იდ­ესი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკ­ის­რე­ბა ქარ­თვე­ლი ერ­ის წი­ნა­შე. იგი გან­საზღვრავს ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის ბედს. ეს მას­შტა­ბუ­რი, მაგ­რამ დღეს უკ­ვე ქარ­თულ აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში ტრა­დი­ცი­ულ­ად ქცე­ული ამ­ოც­ანაა.

 

„დი­ახ, სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც 1921 წლის მოვ­ლე­ნე­ბის მეც­ნი­ერ­ულ შე­ფა­სე­ბას ეძ­ღვე­ნე­ბა, თსუ-ში ტარ­დე­ბა და ტარ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით. ას­ევე, სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ იგი ეძ­ღვნე­ბა დი­დი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სის ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის 100 წლის იუბ­ილ­ეს, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ლის და სწო­რის, მი­სი ღირ­სე­ული შვი­ლის 100 წლის თავს, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და 1921 წლის მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა სიმ­ძი­მე, ყვე­ლა ჭირ-ვა­რა­მი და იმ ეპ­ოქ­ის ჭეშ­მა­რიტ მე­მა­ტი­ან­ედ იქ­ცა. ყვე­ლა ტკი­ვი­ლი და გან­ცდა, სამ­შობ­ლოს ბედ-იღ­ბლის გა­აზ­რე­ბა, შე­ფა­სე­ბა თა­ვი­სი ელ­ვა­რე ნი­ჭის წყა­ლო­ბით ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­მა ეს­თე­ტი­ურ ფა­სე­ულ­ობ­ად აქ­ცია და არა მარ­ტო თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს და­უტ­ოვა, არ­ამ­ედ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას შეუერთა და სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბად აქ­ცია“, – აღ­ნიშ­ნა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა და მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის ოჯ­ახ­ის წევ­რებს კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­თვის.

 

სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, რო­მელ­მაც თა­ვის გა­მოს­ვლა­ში გა­მოკ­ვე­თა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არ­ეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ორი­ენ­ტა­ცი­ას. მი­სი თქმით, სა­უკ­უნ­ის წი­ნან­დე­ლი ეპ­ოქა და ის­ტო­რი­ული კონ­ტექ­სტი ჯერ კი­დევ არაა მეც­ნიეულად სრუ­ლად შეს­წავ­ლი­ლი და ამ­გვა­რი კონ­ფე­რენ­ცი­ები ამ­ით­აცაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. „ის­ტო­რია ბევრ რა­მეს გვას­წავ­ლის და კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ დღე­ვან­დელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის ფო­ნი, რო­მე­ლიც მა­შინ არ­სე­ბობ­და. ყვე­ლა­ფე­რი მე­ორ­დე­ბა ზუს­ტად ის­ეთ­ივე თარ­გით, რო­მე­ლიც მა­შინ იყო. დაწყე­ბუ­ლი ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტე­ბით და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ში­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბით. ამ­დე­ნად, ბევ­რი რამ უნ­და ვის­წავ­ლოთ ჩვენ თვი­თონ და ბევ­რი რამ უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას“, — აღ­ნიშ­ნა მან.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვილ­მა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის წინ­სვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ქვა­კუთხე­დი ერ­თი­ან­ობაა და ახ­ლაც, რო­გორც სა­უკ­უნ­ის წინ, ერს მარ­თებს შე­კავ­ში­რე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, რის­თვი­საც დი­დი წი­ნაპ­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ. „ძა­ლი­ან ბევ­რს შე­უფ­ას­ებია ეს პე­რი­ოდი და, თუნ­დაც, ქვე­ტექ­სტუ­რად ძა­ლი­ან ბევრ ნა­წარ­მო­ებ­ში იკ­ითხე­ბა ხოლ­მე ეს გან­წყო­ბა. მი­ხა­რია, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი იც­ლის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და მას­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ას­ეთი გა­მორ­ჩე­ული მკვლევ­რე­ბი“, – თქვა გი­ორ­გი ალ­იბ­ეგ­აშ­ვილ­მა.

 

შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ ის­ტო­რი­ული კუთხით მი­მო­იხ­ილა გან­ვლი­ლი პე­რი­ოდი და აღ­ნიშ­ნა, რომ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში არ­ის ას­ეთი მე­თო­დი, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­დუ­რი, ე.წ. მას­შტა­ბე­ბით თა­მა­ში, რო­დე­საც გლო­ბა­ლუ­რი ის­ტო­რი­ული პრო­ცე­სე­ბი­დან ჩვენ ჩავ­დი­ვართ მიკ­რო­დო­ნემ­დე და ვსწავ­ლობთ მიკ­რო­თე­მებს. „და­ახ­ლო­ებ­ით იგ­ივე პრო­ცე­სი და­ვი­ნა­ხე მე დღე­ვან­დელ მოხ­სე­ნე­ბებ­ში, რო­დე­საც, ამ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კრე­ტუ­ლი დი­დი შე­მოქ­მე­დის შეს­წავ­ლით ჩვენ გავ­დი­ვართ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან გლო­ბა­ლურ და ეპ­ოქ­ალ­ურ თე­მებ­ზე. მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას მას­პინ­ძლობს დღეს თსუ, რად­გან კი­დევ ერ­თხელ გა­აზ­რე­ბა ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ისა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მით უმ­ეტ­ეს, ეს არ არ­ის მხო­ლოდ იმ­ის შე­ფა­სე­ბა — თუ რა მოხ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­ვე­ცა­ნი, თვალ­ნათ­ლივ გვა­ნა­ხებს, რომ მო­ნა­წი­ლე­ები გაიაზრებენ მთე­ლი მე­ოცე სა­უკ­უნ­ის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ად­გილს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­აში და მსოფ­ლიო კონ­ტექ­სტში. ეს არ­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ოკ­უპ­აცი­ის შემ­დგომ ქარ­თულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ იმ ნავ­სა­ყუ­დე­ლის ფუნ­ქცია იკ­ის­რა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ონ­ალ­ური მეხ­სი­ერ­ება ჰქვია. ამ თვალ­საზ­რი­სით, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა, რო­დე­საც ჩვენ ვსწავ­ლობთ 20-ე სა­უკ­უნ­ის ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას“, – გა­ნაცხა­და მან.

 

ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ჭე­იშ­ვილ­მა ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის ცხოვ­რე­ბას გა­უს­ვა ხა­ზი და აღ­ნიშ­ნა: „ამ 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა ერ­თი ტრა­გი­კუ­ლი ფურ­ცე­ლი ჩა­იწ­ერა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში, მაგ­რამ, ცხა­დია, ის­ტო­რია არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ შავ-თეთ­რი. ის­ტო­რი­ული პა­ნო­რა­მა ამ 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ფარ­თო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის პროგ­რა­მაც სწო­რედ ამ­აში გვარ­წმუ­ნებს. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ეს კონ­ფე­რენ­ცია ბა­ტონ ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის 100 წლის იუბ­ილ­ეს ემ­თხვე­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბი იყო ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დრო­ინ­დელ უღ­იმ­ღა­მო ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­სი რა­ინ­დუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით თა­ნად­რო­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას ჯერ კი­დევ ახ­სე­ნებ­და იმ დრო­ის­თვის უკ­ვა­ლოდ გა­თე­ლილ ძველ სა­ქარ­თვე­ლოს. ბა­ტო­ნი ჭა­ბუა მი­ეკ­უთ­ვნე­ბო­და იმ შე­სა­ნიშ­ნავ ად­ამი­ან­თა რიცხვს, რო­მე­ლიც ტო­ტა­ლი­ტა­რულ რე­ჟიმ­ში და­იბ­ადა, მაგ­რამ მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას შეს­წი­რა“.

 

1921 წე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ­ის საბ­ჭო­თა ეპ­ოქ­ის და­საწყი­სი, ეპ­ოქ­ისა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­სა­ხე­დი­დან და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ან­ალ­იზი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას იძ­ენს ამ ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნი­დან 100 წლის შემ­დეგ, რო­გორც ეპ­ოქ­ის, ისე მი­სი ცალ­კე­ული ას­პექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­სათ­ვის.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 80-ზე მე­ტი მომ­ხსე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, ას­ევე, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­იდ­ან, პო­ლო­ნე­თი­დან, უკ­რა­ინ­იდ­ან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მო­ეწყო სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია. სა­მეც­ნი­ერო დის­კუ­სი­აში სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობა მრა­ვალ­მხრივ არ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამ­იტ­ომ თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინ­იც­ირ­ებ­ას და ხელ­შეწყო­ბას.

 

მოხ­სე­ნე­ბე­ბის თე­მა­ტი­კა, ძი­რი­თა­დად, 1921 წლის ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნებ­სა და მათ შე­დე­გებს ეხ­ებ­ოდა. კონ­ფე­რენ­ცი­აზე მუ­შა­ობ­და პლე­ნა­რუ­ლი სე­სია, ას­ევე, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში — პა­რა­ლე­ლუ­რი სექ­ცი­ები: ის­ტო­რია, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ება, კულ­ტუ­რის კვლე­ვე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სხვ. კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შო ენ­ები იყო ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი. ცალ­კე სექ­ცია და­ეთ­მო ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხილ­ვას.

 

* * *

ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა დი­დად არ­ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მი­სი ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ობ­ითა და საბ­ჭო­თა იდე­ოლ­ოგი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლით. 1943 წელს იგი და­აპ­ატ­იმ­რეს შეიარაღებული აჯ­ან­ყე­ბის ბრალ­დე­ბით. სხვა­დას­ხვა დროს მის­ჯი­ლი ჰქონ­და დახ­ვრე­ტა, 25-წლი­ანი პა­ტიმ­რო­ბა, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას თვე-ნა­ხე­ვა­რი ელ­ოდა სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა სა­კან­ში. პა­ტიმ­რო­ბის დროს სამ­ჯერ გა­იქ­ცა და სას­ჯე­ლი გაუორმაგეს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა აჯ­ან­ყე­ბებ­ში. 16-წლი­ანი პა­ტიმ­რო­ბი­სა და გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, 1960 წლი­დან, ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბი ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოღ­ვა­წე­ობ­ას იწყებს.

 

1972 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა რო­მან­მა „და­თა თუ­თაშ­ხია“ მწე­რალს სა­ყო­ველ­თაო აღი­არ­ება მო­უტ­ანა. რო­მა­ნი თარ­გმნი­ლია მრა­ვალ ენ­აზე, რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნი კი ავ­ტო­რი­სე­ულია. გა­და­ღე­ბუ­ლია მრა­ვალ­სე­რი­ანი ფილ­მი „და­თა თუ­თაშ­ხია“. ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბ­ის მე­ორე რო­მა­ნი „გო­რა მბორ­გა­ლი“ (1995) აღ­წერს საბ­ჭო­თა ეპ­ოქ­ას, გუ­ლაგს, მი­სი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი მი­იჩ­ნე­ვა ავ­ტო­რის ალ­ტერ ეგ­ოდ. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი იყო მრგვა­ლი მა­გი­და თე­მა­ზე: „ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბი 100 — საბ­ჭო­თა ეპ­ოქა ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და კი­ნო­ში“.