Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საახალწლო სურვილი 1 - როდის დავბრუნდებით აუდიტორიებში?

ნი­ნო გე­ლაშ­ვი­ლი, თსუ-ის სტუ­დენ­ტი:

 

– ვი­სურ­ვებ­დი, მო­მა­ვალ სე­მეს­ტრში მა­ინც შევ­ძლოთ სტუ­დენ­ტებ­მა აუდ­იტ­ორი­ებ­ში მის­ვლა და მოგ­ვე­ცეს ლექ­ტო­რებ­თან და კურ­სე­ლებ­თან პი­რის­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, და­ვუბ­რუნ­დეთ სწავ­ლე­ბის ძველ, ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს, და­ვიბ­რუ­ნოთ და­კარ­გუ­ლი მო­ტი­ვა­ცია და შევ­ძლოთ იმ გრძნო­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ცდა, რო­მელ­საც სა­სი­ამ­ოვ­ნო დაღ­ლას ვუ­წო­დებთ.

 

ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

 

– უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის უპ­ირ­ვე­ლე­სი ამ­ოც­ანაა — აუდ­იტ­ორი­ებ­ში შევ­ძლოთ დაბ­რუ­ნე­ბა გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრის­თვის, თუმ­ცა, არ­ის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რაც ხელს გვიშ­ლის. მათ შო­რის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი არ­ის კო­რო­ნა-ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ცუ­ლი უნ­და იყ­ოს ერ­თმეტ­რი­ანი დის­ტან­ცია მერ­ხებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის. ეს არ­ის იმ­ის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­უდ­იტ­ორიო ფონ­დი უნ­და გა­ორ­მაგ­დეს, რის სა­შუ­ალ­ებ­აც ამ ეტ­აპ­ზე უნ­ივ­ერ­სი­ტეტს არ აქ­ვს. ჩვენ გვაქ­ვს კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან, რომ ეს რე­გუ­ლა­ცია შე­იც­ვა­ლოს.

 

ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტო­რებს შო­რის, სა­უდ­იტ­ორიო სივ­რცის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დის­ტან­ცი­ის დაც­ვა არ­ასააუდიტორიო სივ­რცე­ში – ლექ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ სტუ­დენ­ტებს მა­ინც ექ­ნე­ბათ თუნ­დაც დე­რე­ფან­ში ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ­იტ­ომ ეს­ეც პრობ­ლე­მაა.

 

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ისაა, რომ აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტუ­დენ­ტებ­ში არ არ­ის სა­ხარ­ბი­ელო. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნა­ლის და­ახ­ლო­ებ­ით 80%-მდე არ­ის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, მა­შინ, რო­დე­საც სტუ­დენ­ტებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40-45%-ს არ სცილ­დე­ბა. თუ ჩვენ გა­ვა­უმ­ჯე­ბე­სებთ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ძა­ლი­ან ძლი­ერი არ­გუ­მენ­ტი გვექ­ნე­ბა, რომ შევ­ძლოთ სააუდიტორიო მე­ცა­დი­ნე­ობ­ებ­ის დაწყე­ბა მე­ორე სე­მეს­ტრი­დან. ამ ეტ­აპ­ზე, რაც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მიძ­ლია ვთქვა, ისაა, რომ, რო­გორც ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ასე არ გაგ­რძელ­დე­ბა. ვვა­რა­უდ­ობთ, გარ­კვე­ულ კომ­პო­ნენ­ტებს და­ვა­მა­ტებთ, რომ სტუ­დენ­ტებ­მა სააუდიტორიო სივ­რცე­ში შეძ­ლონ შე­მოს­ვლა. თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ორ­ებ – აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობთ იმ­ის­ათ­ვის, რომ სრუ­ლად აღ­დგეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე, რო­გორც იყო 2020 წლამ­დე.