Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რისმაგ გორდეზიანის ახალი წელი

მხცო­ვან დიდ მეც­ნი­ერს რის­მაგ გორ­დე­ზი­ანს, რო­მელ­საც სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა, ახ­ალი წლის ღა­მეს ერ­თი ას­ეთი ნატ­ვრა აქ­ვს — სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­მა და ქუ­ჩა­ში მხი­არ­ულ­მა ყი­ჟი­ნამ აგ­რძნო­ბი­ნოს, რომ ჩვენს თავს და­ტე­ხილ­მა სენ­მა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უგ­უნ­ურ­ობ­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ ჩვენს ქა­ლაქ­სა და სამ­შობ­ლო­ში არ ჩა­აქ­რო ახ­ალი წლის მო­ლო­დი­ნით გა­მოწ­ვე­ული ენ­თუ­ზი­აზ­მი და რწმე­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად ჩვე­ნია.

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს?

 

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უპ­ირ­ვე­ლე­სი იმ­ედი კო­რო­ნა ვი­რუ­სის საფ­რთხი­სა­გან ჩვე­ნი და მთე­ლი კა­ცობ­რი­ობ­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. რაც შე­მე­ხე­ბა პი­რა­დად მე, ვი­სურ­ვებ­დი 2021 წელს მო­ვა­ხერ­ხო სე­რი­ის: ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს კულ­ტუ­რე­ბის მომ­დევ­ნო ტო­მის — „ეტ­რუს­კე­ბი, ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს ტრი­ტა­გო­ნის­ტე­ბი“ — დას­რუ­ლე­ბა და გა­მო­ცე­მა, ას­ევე, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის — „ან­ტი­კუ­რი კავ­კა­სია“ — და­მას­რუ­ლე­ბე­ლი ტო­მის გა­მო­ცე­მა.

 

რა მოხ­და და­დე­ბი­თი 2020 წელს?

 

ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი ის იყო, რომ კა­ცობ­რი­ობ­ამ იგ­რძნო, რამ­დე­ნად შორ­საა იგი ყოვ­ლის­შემ­ძლე­ობ­ის­გან და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მის­თვის ად­ამი­ან­ებ­ის ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას, სო­ლი­და­რო­ბას და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რულს. ას­ეთი ერ­თი­ანი, ვფიქ­რობ, კა­ცობ­რი­ობა, თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯერ არ ყო­ფი­ლა სა­ერ­თო გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე. უხ­ილ­ავ­მა მტერ­მა გვა­იძ­ულა მიგ­ვეკ­ვლია მას­თან გამ­კლა­ვე­ბის ხი­ლუ­ლი სა­შუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის. რა­ოდ­ენ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც არ უნ­და ჟღერ­დეს, სა­ყო­ველ­თაო კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბი­სა და იზ­ოლ­აცი­ის პი­რო­ბებ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წყა­ლო­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და ლექ­ცი­ებ­ის, სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბის, მოხ­სე­ნე­ბე­ბის მოს­მე­ნის მსურ­ველ­თა მას­შტა­ბე­ბი. მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბამ დღის წეს­რიგ­ში და­აყ­ენა სას­კო­ლო და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მე­ბის არ­სე­ბი­თი გა­და­ხედ­ვის სა­კითხი. რო­გორც ჩანს, უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ექ­ნე­ბათ — გა­ნათ­ლე­ბა მი­იღ­ონ მათ­თვის სა­სურ­ველ ნე­ბის­მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ისე, რომ არ მო­უხ­დეთ მშობ­ლი­ური ქა­ლა­ქის, სოფ­ლის ან, სუ­ლაც, სახ­ლის და­ტო­ვე­ბა. ამ­ის­ათ­ვის ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მეს­ვე­ურ­ებს აქ­ედ­ან­ვე სე­რი­ოზ­ული ფიქ­რი მარ­თებთ. რო­გორც ჩანს, ამ მხრივ, არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­შიც. მო­ინ­ახ­ება გზე­ბი ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფ­ექ­ტის მი­საღ­წე­ვად.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

მარ­თა­ლი გითხრათ, სა­ახ­ალ­წლო ღა­მის გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე დი­დად არ ვფიქ­რობ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­სი­ამ­ოვ­ნებს სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­ლოც­ვე­ბი ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის­გან. რაც მთა­ვა­რია, მინ­და, რომ ძვე­ლი­დან ახ­ალ წელს, გარ­და­მა­ვალ ღა­მეს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­მა და ქუ­ჩა­ში მხი­არ­ულ­მა ყი­ჟი­ნამ მაგ­რძნო­ბი­ნოს, რომ ჩვენს თავს და­ტე­ხილ­მა სენ­მა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უგ­უნ­ურ­ობ­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ ჩემს ქა­ლაქ­სა და სამ­შობ­ლო­ში არ ჩა­აქ­რო ახ­ალი წლის მო­ლო­დი­ნით გა­მოწ­ვე­ული ენ­თუ­ზი­აზ­მი და რწმე­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად ჩვე­ნია.

 

* * *

სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტო­ბას ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და დიდ წარ­მა­ტე­ბებს, ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წინ­სვლით მო­ნი­ჭე­ბულ სი­ხა­რულს... გი­ლო­ცავთ ახ­ალ 2021 წელს!