Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა იმედებით ვხვდებით 2022 წელს?

გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე

თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის

დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი

 

რა იმ­ედ­ებ­ით ვხვდე­ბით 2022 წელს? პირ­ველ რიგ­ში იმ იმ­ედ­ით, რომ ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ში სტუ­დენ­ტთა რა­ღაც ნა­წი­ლი მო­ვა მაღ­ლივ კორ­პუს­ში და სტუ­დენ­ტუ­რი სა­სი­ამ­ოვ­ნო ხმე­ბი ის­ევ გა­ის­მე­ბა აუდ­იტ­ორი­ებ­ში. იმ­ედი მაქ­ვს, რომ 2022 წელს კო­ვიდ პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა და და­ვუბ­რუნ­დე­ბით უფ­რო ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ რიტ­მს, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა ის, რაც იყო პან­დე­მი­ამ­დე. იმ­ედია, პან­დე­მი­ის შემ­დგო­მი მსოფ­ლიო უფ­რო ძლი­ერი და ერ­თი­ანი იქ­ნე­ბა. იმ­ედია, სა­ქარ­თვე­ლოც უფ­რო ძლი­ერი და ერ­თი­ანი იქ­ნე­ბა. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა სა­ქარ­თვე­ლო­ში უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე სა­შუ­ალ­ოდ მსოფ­ლი­ოში.

 

2021 წე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. გა­ვი­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის კი­დევ ერ­თი წე­ლი, სი­ახ­ლის აღ­ქმის შემ­დეგ დარ­ჩა რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მი­ან­ობა და და­ეცა მო­ტი­ვა­ცია. ამ­დე­ნად, აუც­ილ­ებ­ელი გახ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული რე­სურ­სის უფ­რო ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბა არ დარ­ღვე­ულ­იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კარ­გად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, არც ერ­თი და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ება არ გა­და­იდო. ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­მი­ვე დო­ნის პროგ­რა­მებ­მა მი­იღ­ეს სრუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. ყო­ველ­წლი­ური სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია კი ჩა­ტარ­და არ­ნა­ხუ­ლი მო­ნა­წი­ლე­თა რა­ოდ­ენ­ობ­ით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ას­ევე საზღვარ­გა­რე­თი­დან. პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ყო­ფი­ლა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში (ლექ­ცია/სე­მი­ნა­რე­ბი, სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდი) რა­იმე სე­რი­ოზ­ული შე­ფერ­ხე­ბა. ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა არ შე­ან­ელა სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და გა­ზარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კა­ცი­ები, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე უფ­რო რე­იტ­ინ­გულ სა­მეც­ნი­ერო ბა­ზებ­ში ინ­დექ­სი­რე­ბულ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­ში. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ებ­ის დაც­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჰიბ­რი­დულ რე­ჟიმ­ში, ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თვე­ბით ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ით. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში უფ­რო ფარ­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

 

ვუ­ლო­ცავ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ახ­ალ 2022 წელს! უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა კი­დევ ერ­თხელ და­ად­ას­ტუ­რა, რომ ისაა ქვეყ­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური ხერ­ხე­მა­ლი, მის წი­აღ­ში იბ­ად­ება ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ობ­ის გან­მტკი­ცე­ბის იდე­ები, მი­სი სტუ­დენ­ტო­ბა დგას ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის წი­ნა ფლან­გზე. 2022 წელს თსუ-ს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. პან­დე­მია აღ­მოჩ­ნდა გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც თსუ-მ შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცია. მინ­და ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა და მხნე­ობა რექ­ტორს, მის­მა ლი­დე­რო­ბამ თსუ-ს და­აძ­ლე­ვი­ნა პან­დე­მი­ური სირ­თუ­ლე­ები... მინ­და, ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა თსუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, ხო­ლო აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს და სტუ­დენ­ტო­ბას ვუ­სურ­ვო, რომ 2022 წელს ის­ევ გან­ვი­ცა­დოთ აუდ­იტ­ორი­ებ­ში ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რის სი­ხა­რუ­ლი!