Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პეპი გრძელწინდა თბილისის ქუჩებშიც დადის

მაია ტო­რა­ძე

 

1 ივ­ნისს, ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის დღეს თსუ-ის თა­ნამ­შრომ­ლის შვი­ლებს ვხვდე­ბით. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზე­თი ტრა­დი­ცი­ას არც ამ­ჯე­რად არ­ღვევს და გვსურს გა­გაც­ნოთ თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის ნა­თია კუპ­რაშ­ვი­ლის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი.

 

ან­ას­ტა­სია ყვა­ვა­ძე ჯერ მხო­ლოდ 7 წლი­საა, მაგ­რამ უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმ­იჯი აქ­ვს – გო­ნი­ერი და თა­ვი­სუ­ფა­ლი გო­გოა, უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, კითხუ­ლობს პა­ტა­რა მოთხრო­ბებს და მღე­რის დე­დი­კოს და მა­მი­კოს მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

 

ტა­სი­კო დე­დას­თან – პრო­ფე­სორ ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბა სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში და იქ­აც უც­ნა­ურ­ად საყ­ვა­რე­ლია – გორ­გო­ლა­ჭებ­ზე შემ­დგა­რი აწყობს სუფ­რას, შე­უძ­ლია ყი­რა­მა­ლა შე­მოიაროს ეზო, მთე­ლი დღე ით­ამ­აშ­ოს ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­თან და ხტუნ­ვა-ხტუნ­ვით აკ­ეთ­ოს საქ­მე, რო­მე­ლიც თა­ვად მოს­წონს.

 

ჯერ მხო­ლოდ პირ­ველ კლას­შია, მაგ­რამ მე­ცა­დი­ნე­ობა არ ეზ­არ­ება, უკ­ვე იც­ის, რომ ძა­ლი­ან მოს­წონს მა­თე­მა­ტი­კა, აინ­ტე­რე­სებს ამ­ოც­ან­ებ­ის ამ­ოხ­სნა და კოს­მო­სი.

 

კი­დევ – პე­პი უყ­ვარს. ალ­ბათ არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რო­მელ ჩვენ­განს არ შეყ­ვა­რე­ბია ბავ­შვო­ბა­ში პე­პი­ლო­ტა-დე­ლი­კა­ტე­სა-ჟა­ლუ­ზი­ნა-რუ­კოლ­პიტ­ნა ეფ­რა­იმ­ის ას­ული გრძელ­წინ­და. აი, ან­ას­ტა­სი­ას არა მხო­ლოდ მოს­წონს, არ­ამ­ედ პე­პი­ში სა­კუ­თარ თავ­საც ხე­დავს – მე მგავს და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟიაო, გან­გვიცხა­და. ვი­საც ეს აპ­რე­ხილ­ნაწ­ნა­ვე­ბი­ანი წი­თუ­რი ჭორ­ფლი­ანი გო­გო უყ­ვარს, ად­ვი­ლად წარ­მო­იდ­გენს ან­ას­ტა­სი­ას­აც – რო­გორ ათ­ენ­ებს უკ­აც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე ღა­მეს, რო­გორ და­აჭ­ენ­ებს ცხენს, რო­გორ ეკ­ვე­თე­ბა უშ­იშ­რად ქურ­დებს და მხი­არ­ულ­ად ცხოვ­რობს ნილ­სონ­თან და ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად. ჰო, პე­პი მარ­თლა ჰგავს ან­ას­ტა­სი­ას (და არა პი­რი­ქით) იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ან­ას­ტა­სი­ამ ორ­ჯერ ორ­იც იც­ის და კი­დევ ნო­დარ დუმ­ბა­ძის მოთხრო­ბებ­საც თა­ვად კითხუ­ლობს.

 

ამ პა­ტა­რა კნა­ჭა გო­გოს საყ­ვა­რე­ლი მულ­ტფილ­მე­ბიც აქ­ვს – „ალ­ისა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“ და „ლი­ლო და სტი­ჩი“, „ალ­ისა გა­ბე­დუ­ლი და უც­ნა­ური გო­გოა, ჩემს თავს კი შე­ვა­და­რებ­დი ლი­ლოს, მულ­ტფილ­მი­დან „ლი­ლო და სტი­ჩი“, – გვითხრა მან.

 

რო­ცა გა­იზ­რდე­ბა, ან­ას­ტა­სია ალ­ბათ მად­ლო­ბას ეტყვის მა­მას, რომ ასე დააახლოვა ბუ­ნე­ბას და ცხო­ვე­ლებს. ახ­ლა მის სახ­ლში 14 ძაღ­ლი, ერ­თი კა­ტა, სა­მი კუ და ერ­თი თუ­თი­ყუ­ში ცხოვ­რობს. კაც­მა რომ თქვას, ერ­თი ნილ­სო­ნი აკ­ლი­ათ და ზუს­ტად პე­პის გა­რე­მოც­ვაა – ტა­სი­კოს­თვის ეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოა – მხი­არ­ული, დატ­ვირ­თუ­ლი, მუდ­მი­ვად მე­გობ­რე­ბით და სი­კე­თით სავ­სე. ამ­იტ­ომ­აც თა­ნაბ­რად უყ­ვარს ხატ­ვაც, სიმ­ღე­რაც, ტან­ვარ­ჯი­შიც და მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­მა­შიც.

 

თუ შე­ეკ­ითხე­ბით, ვინ უნ­და გა­მო­ვი­დეს, ზუს­ტად იც­ის, რომ ვე­ტე­რი­ნა­რო­ბაც და მსა­ხი­ობ­ობ­აც ერ­თნა­ირ­ად უნ­და. იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ტა­სი­კო იზ­რდე­ბა, არც ერ­თი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და გა­გიკ­ვირ­დეს და არც – მე­ორ­ესი, მაგ­რამ რო­გორ უყ­ურ­ებს ამ­ას ჟურ­ნა­ლის­ტი დე­და, თა­ვად ტა­სი­კო გვიხ­სნის – „არ­აფ­ერს მიშ­ლის, მაგ­რამ სულ მირ­ჩევს, რომ ის ვა­კე­თო, რაც გუ­ლით მინ­და. თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის დე­დას­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. თუ დე­და და­კა­ვე­ბუ­ლია, მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ და ზოგ­ჯერ ლექ­ცი­ებ­საც ვეს­წრე­ბი“, – მოგ­ვითხრო პა­ტა­რა „სტუ­დენ­ტმა“.

 

რა ენ­ატ­რე­ბა ტა­სი­კოს? მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, მხი­არ­ული თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და დე­დი­კოს­თან, მა­მი­კოს­თან და და-ძმას­თან ერ­თად მოგ­ზა­ურ­ობა. თურ­მე ყვე­ლა­ზე მხი­არ­ულ­ად კლა­სე­ლებ­თან ერ­თად „გარ­დე­ნი­აში“ გარ­თო­ბა ახ­სოვს, ყვე­ლა­ზე ცხა­დად კი – ოჯ­ახ­თან ერ­თად ევ­რო­პა­ში მან­ქა­ნით მოგ­ზა­ურ­ობა.

 

ტა­სი­კომ 1 ივ­ნი­სი რომ ბავ­შვთა დაც­ვის დღეა, ჩვენ­გან გა­იგო... და­ფიქ­რდა და დი­დი­ვით გვითხრა – „ჩე­მი აზ­რით, ბავ­შვებს არ უნ­და უჭ­ირ­დეთ და უნ­და ჰქონ­დეთ ლა­ღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვო­ბა“.

 

გა­ვა დრო. ან­ას­ტა­სი­ას­აც ექ­ნე­ბა თა­ვი­სი ვი­ლა „ყიყ­ლი­ყო“, ეყ­ოლ­ება ბევ­რი ძაღ­ლი, იმ­ეგ­ობ­რებს თუ­თი­ყუ­შებ­თან და ფი­სო­ებ­თან, იქ­ნებ სცე­ნა­ზეც გაიელვოს, იქ­ნებ სუ­ლაც კოს­მოსს გას­წვდეს მი­სი გო­ნე­ბა... მთა­ვა­რი კი იქ­ნე­ბა ერ­თი – ყვე­ლა­ფერს გა­აკ­ეთ­ებს, რომ სამ­ყა­რო უკ­ეთ­ესი იყ­ოს, ბავ­შვებს არ უჭ­ირ­დეთ და ბედ­ნი­ერი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ, აი, ის­ეთი, რო­გო­რიც თა­ვად ან­ას­ტა­სი­ას აქ­ვს.