Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა გაფრინდაშვილის ახალი წელი

„მჯე­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ება არ და­უშ­ვებს ახ­ალი სა­ხის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას, არ გაჩ­ნდე­ბა ახ­ალი ტი­პის უთ­ან­ას­წო­რო­ბა და არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ული სი­კე­თე­ები ოფ­ლა­ინ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის ად­ამი­ან­ებ­ის­ათ­ვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი“, — ამ პრობ­ლე­მას გა­მო­ყოფს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ახ­ალ­წლო იმ­ედ­ებ­ზე სა­უბ­რი­სას. იგი პან­დე­მი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­ლო­დინს უერ­თდე­ბა და ად­ამი­ან­ებს იმ­ის გათ­ვით­ცნო­ბი­ერ­ებ­ის­კენ მო­უწ­ოდ­ებს, რომ პან­დე­მი­ამ და­ად­ას­ტუ­რა — „მე­ფეს და პა­იკს ნამ­დვი­ლად ერთ ყუთ­ში ყრი­ან“. ეს ნიუანსი კი მო­მა­ვალ­ში გა­მოფხიზ­ლე­ბა­საც გვკარ­ნა­ხობს — გავ­ხდეთ უფ­რო ად­ამი­ან­ური.

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

ახ­ალ წელს ყო­ველ­თვის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობთ. ახ­ლა მარ­ტო ჩე­მი კი არა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­ლო­დი­ნი პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა და მას­თან გამ­კლა­ვე­ბაა. დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს ახ­ალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ აფ­ეთ­ქე­ბას, რაც კა­ცობ­რი­ობ­ას შე­აქ­მნე­ვი­ნებს მძლავრ იარ­აღს პან­დე­მი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად. მო­მა­ვალ­ში კი ად­ამი­ან­ებს ბევრ რა­მე­ზე მოგ­ვი­წევს და­ფიქ­რე­ბა, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა და ჩვე­ვე­ბის გარ­კვე­ული ნა­წი­ლის შეც­ვლა. თუმ­ცა, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სამ­ყა­რო­ში ბევ­რი რამ ის­ედ­აც შე­იც­ვა­ლა. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად იქ­ცა სო­ცი­ალ­ური დის­ტან­ცია. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს არ­ის მხო­ლოდ დრო­ებ­ითი ღო­ნის­ძი­ება, რო­მე­ლიც სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს, ვიზ­რუ­ნოთ არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­ზე, არ­ამ­ედ სხვებ­ზეც, მათ შო­რის ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნობ ად­ამი­ან­ებ­ზე. იმ­ედი მაქ­ვს, რომ ეს დის­ტან­ცია მო­მა­ვალ­ში უარ­ყო­ფით მა­ხა­სი­ათ­ებ­ლებს არ შე­იძ­ენს და ამ ის­ედ­აც გა­თი­თო­კა­ცე­ბულ სამ­ყა­რო­ში ხელს არ შე­უწყობს ად­ამი­ან­თა გა­უცხო­ებ­ის ახ­ალი ტენ­დენ­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბას.

 

იმ­ედი მაქ­ვს, რომ ახ­ლა მა­ინც მთელ­მა ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ გა­ის­იგ­რძე­გა­ნა, რომ ყველ­გან და ყო­ველ­თვის ად­ამი­ან­ები თა­ნას­წორ­ნი ვართ და რომ თა­ნას­წორ­ნი ვართ კო­რო­ნას წი­ნა­შეც, მი­უხ­ედ­ავ­ად სა­ზო­გა­დო­ებ­აში ად­გი­ლი­სა და მდგო­მა­რე­ობ­ისა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური თუ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი­სა, ას­აკ­ისა, ერ­ოვ­ნე­ბი­სა... რომ „მე­ფეს და პა­იკს ნამ­დვი­ლად ერთ ყუთ­ში ყრი­ან“. მჯე­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ება არ და­უშ­ვებს ახ­ალი სა­ხის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას, არ გაჩ­ნდე­ბა ახ­ალი ტი­პის უთ­ან­ას­წო­რო­ბა და არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ული სი­კე­თე­ები ოფ­ლა­ინ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის ად­ამი­ან­ებ­ის­ათ­ვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ონ­ლა­ინ კი — შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე პირ­თათ­ვის, სხვა სი­კე­თე­ები კი, პი­რი­ქით.

 

კო­რო­ნა­ვი­რუს­მა და პან­დე­მი­ამ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ზე, პან­დე­მი­ის დროს ად­ამი­ან­ებს მოგ­ვე­ცა სა­შუ­ალ­ება — მი­ვი­ღოთ სი­ამ­ოვ­ნე­ბა ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ყო­ფი­სა­გან, ყო­ველ­დღი­ური ცხოვ­რე­ბი­სა­გან. პან­დე­მი­ამ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­აჩ­ინა თა­ნად­გო­მი­სა და ერ­თო­ბის არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი გან­ცდა და ტენ­დენ­ცი­ები და დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ ის­ინი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

 

პან­დე­მი­ამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ჩვენ, ყვე­ლა­ნი, არა მარ­ტო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ერ­თმა­ნეთ­ზე, არ­ამ­ედ გა­და­ჯაჭ­ვულ­ნი და „პეპ­ლის ეფ­ექ­ტი“ რე­ალ­ობა ყო­ფი­ლა და არა მე­ტა­ფო­რა ან ვინ­მეს ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი; ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნე­თი არა მარ­ტო გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, არ­ამ­ედ დავ­ღუ­პოთ კი­დეც. ად­რე თუ მხო­ლოდ თე­ორი­ულ­ად ვაც­ნო­ბი­ერ­ებ­დით, ახ­ლა პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც დავ­რწმუნ­დით, რომ მარ­თლაც სამ­ყა­როს ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ვყო­ფილ­ვართ; ჩვენ ზე­მოქ­მე­დე­ბას ვახ­დენთ სამ­ყა­რო­ზე, სამ­ყა­რო კი — ჩვენ­ზე. გვერ­დით მყოფ­ზე რომ ვზრუ­ნავთ, ამ­ით ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნობ იმ ად­ამი­ან­ებ­ზეც ვზრუ­ნავთ, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის მე­ორე ნა­ხე­ვარ­სფე­რო­ში ცხოვ­რო­ბენ და დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ზო­გა­დო­ება დაძ­ლევს იმ შიშ­სა და უნ­დობ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ახ­ლა ასე სწრა­ფად იკ­იდ­ებს ფეხს მთელ მსოფ­ლი­ოში.

 

ყვე­ლამ გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ეთ ახ­ალი პა­რა­დოქ­სი: ერ­თი მხრივ, რა დი­დი სიმ­დიდ­რე ყო­ფი­ლა სხვა ად­ამი­ან­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­ორე მხრივ, რა სა­ში­ში. თუმ­ცა, დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ კარ­გად დავ­ფიქ­რდე­ბით ყო­ვე­ლი ახ­ალი სო­ცი­ალ­ური თუ ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტის წინ, რა­თა არ შე­ვუქ­მნათ რა­იმე საფ­რთხე ჩვენს თავ­სა და გარ­შე­მო მყოფთ, მა­ინც აუც­ილ­ებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბით ერ­თმა­ნეთ­სა და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მს. თე­ატ­რებ­შიც ვივ­ლით და გა­მო­ფე­ნებ­ზეც, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აუდ­იტ­ორი­ებ­იც ახ­მა­ურ­დე­ბა და ეზ­ოც, და სი­ჩუ­მე მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბი­თა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბით სავ­სე ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ში იქ­ნე­ბა.

 

ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ები აუც­ილ­ებ­ლად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ დრო­ებ­ითი სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­და­ლახ­ვა­ში, თუმ­ცა, ცო­ტა მე­ში­ნია — ვა­ითუ, აღ­არც დაბ­რუნ­დეს ზუს­ტად ის­ეთი ცხოვ­რე­ბა, რო­გო­რიც პან­დე­მი­ამ­დე იყო.

 

რა პო­ზი­ტი­ვით და­გა­მახ­სოვ­რათ თა­ვი მიმ­დი­ნა­რე წელ­მა?

 

მიმ­დი­ნა­რე წე­ლი მძი­მე და ურ­თუ­ლე­სი იყო ყვე­ლა­სათ­ვის, თუმ­ცა იყო გარ­კვე­ული პო­ზი­ტი­ვიც. მა­გა­ლი­თად, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­მა 2020 წელს გა­ზარ­და სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 1000-მდე და ყვე­ლა ად­გი­ლი აით­ვი­სა. ეს ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რი­სა და მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­უღ­ალ­ავი შრო­მის შე­დე­გი და დი­დი წარ­მა­ტე­ბა იყო.

 

მი­ხა­რია, რომ 2020 წელს ფა­კულ­ტეტ­ზე და­იწყო ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა, რაც, ას­ევე, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ური და იმ­ედ­ის­მომ­ცე­მია, რად­გან, ვი­ცით, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ეს ტენ­დენ­ცია მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

 

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ტარ­და დე­კა­ნის არ­ჩევ­ნე­ბი და ფა­კულ­ტეტ­მა მე­ორ­ედ გა­მო­მიცხა­და ნდო­ბა, რაც მე­ტად სა­სი­ხა­რუ­ლოც იყო ჩემ­თვის, დი­დი პა­ტი­ვიც და დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ის ახ­ალი წე­ლი ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ვერ იქ­ნე­ბა ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო. ტრა­დი­ცი­ულ სა­ახ­ალ­წლო სუფ­რას მხო­ლოდ ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი, ჩე­მი ვა­ჟი, მე­უღ­ლე და დე­და შე­მო­ვუს­ხდე­ბით და დავ­ტკბე­ბით ერ­თად ყოფ­ნის ბედ­ნი­ერ­ებ­ით. ვი­ფიქ­რებთ და ვი­ლა­პა­რა­კებთ კარგ ამ­ბებ­ზე და ძველ წელს გა­ვა­ტანთ ყვე­ლა პრობ­ლე­მას, ტკი­ვილ­სა და უსი­ამ­ოვ­ნე­ბას.

 

* * *

ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტელს ვუ­ლო­ცავ ახ­ალ წელს: კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სო­რებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს... ყვე­ლას, ყვე­ლას, ყვე­ლას! ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მხნე­ობ­ას გი­სურ­ვებთ, მე­გობ­რე­ბო, რო­გორც არ­ას­დროს, ისე გვმარ­თებს ერ­თო­ბა, ერ­თმა­ნეთ­სა და სა­ერ­თო საქ­მე­ზე ზრუნ­ვა. გი­სურ­ვებთ ხვავ­სა და ბა­რა­ქას, კე­თილ­დღე­ობ­ასა და სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს, ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მხნე­ობ­ას! წარ­მა­ტე­ბე­ბი და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა დაგ­ვბე­დე­ბო­დეს! შედ­გო­მი წინ­სვლა და გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენს დე­და­უნ­ივ­ერ­სი­ტეტს!