Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მოგონებები ნანა სუმბაძეზე

 

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი ნა­ნა სუმ­ბა­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 1972 წლი­დან მუ­შა­ობ­და. მი­სი კვლე­ვე­ბი სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის, სო­ცი­ალ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის სა­კითხებს, ას­ევე, სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის ფარ­თო სპექ­ტრს ეხ­ებ­ოდა და მი­მარ­თუ­ლი იყო სო­ცი­ალ­ური ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის კვლე­ვა­სა და მა­თი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მათ შო­რის იყ­ვნენ ქა­ლე­ბი, იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ახ­ალ­გაზ­რდე­ბი, უმ­უშ­ევ­არი პი­რე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, ერ­ოვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, ე.წ. თურ­ქი მეს­ხე­ბი, მიგ­რან­ტე­ბი და სხვა. მი­სი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არა­ერ­თი სო­ცი­ალ­ური პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სო­ცი­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და მოწყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

 

პრო­ფე­სო­რი ნა­ნა სუმ­ბა­ძე 1949 წლის 22 ივ­ნისს ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­იბ­ადა. 1966 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი სა­შუ­ალო სკო­ლა. 1966-1971 წლე­ბი სწავ­ლობ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის უცხო ენ­ათა ინ­სტი­ტუტ­ში. 1981 წელს და­ამ­თავ­რა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. 1993 წლი­დან ის ლე­იდ­ენ­ის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტია. 1999 წელს მან და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე „სო­ცი­ალ­ური ქსე­ლი: მოზ­რდი­ლი ქა­ლე­ბის და კა­ცე­ბის მე­გობ­რო­ბა“ და ლე­იდ­ენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი გახ­და.

 

ნა­ნა სუმ­ბა­ძეს უდ­იდ­ესი წვლი­ლი მი­უძ­ღვის ფსი­ქო­ლო­გე­ბის თა­ობ­ებ­ის აღ­ზრდა­ში; მი­სი კო­ლე­გე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ „ას­ობ­ით სტუ­დენ­ტს ას­წავ­ლი­და და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მათ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვის გზა­ზე; ცოდ­ნი­სა და კვლე­ვი­თი უნ­არ­ებ­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან ერ­თად, ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და აღ­ეზ­არ­და ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ად, რად­გან თა­ვად იყო ას­ეთი: თა­ვი­სუ­ფა­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ანი, ერ­თგუ­ლი და მა­ღა­ლი პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე ად­ამი­ანი.“

 

თა­მარ გა­გო­ში­ძე, ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი: „ნა­ნა სუმ­ბა­ძე... ესაა მტკივ­ნე­ული რე­ალ­ობა, იგი აღ­არ არ­ის ჩვენ­თან ერ­თად! ბევ­რი ას­ოცი­აცია შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს პრო­ფე­სორ ნა­ნა სუმ­ბა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით — სო­ცი­ალ­ურ ფსი­ქო­ლო­გი­აში გა­მორ­ჩე­ული მკვლე­ვა­რი, კარ­გი მე­გო­ბა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი, სო­ცი­ალ­ურ­ად აქ­ტი­ური, პრინ­ცი­პუ­ლი პი­როვ­ნე­ბა... ჩე­მი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­გო­ნე­ბა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად და სრუ­ლად აღ­წერს მას, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას და რო­გორც მეც­ნი­ერს: შავ­ბნე­ლი 90-იან­ები იყო. ნა­ნა ჰო­ლან­დი­აში წა­ვი­და თა­ვის სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვა­ზე სა­მუ­შა­ოდ. ეს­ეც მის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა­ზე, შე­უპ­ოვ­რო­ბა­სა და სა­ოც­არ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლო­ბა­ზე მეტყვე­ლებს. მა­შინ მას ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ­დი, კო­ლე­გი­ალ­ურ­ად. ერთ-ერ­თი ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის დროს ფა­კულ­ტეტ­ზე მითხრა, რომ ძა­ლი­ან უნ­და ჩე­მი ჰო­ლან­დი­ელ კო­ლე­გას­თან და­კავ­ში­რე­ბა. ჩემ­თვის ეს სრუ­ლი­ად მო­ულ­ოდ­ნე­ლი იყო, არც კი ვოც­ნე­ბობ­დი ამ­აზე, რად­გან ჩვენ ყო­ველ­დღი­ურ მძი­მე რე­ალ­ობ­ას­თან ბრძო­ლით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. ნა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი გა­აკ­ეთა, რომ 1 თვით სტი­პენ­დია მი­მე­ღო და ჰო­ლან­დი­ელ ნე­ირ­ოფ­სი­ქო­ლოგ კო­ლე­გას­თან ვი­ზი­ტით წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს იყო არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ერ­თი თვე ნა­ნას­თან ერ­თად, მი­სი სრუ­ლი­ად უან­გა­რო სა­ჩუ­ქა­რი და ჩემ­თვის ძა­ლი­ან დი­დი პრო­ფე­სი­ული და ად­ამი­ან­ური მხარ­და­ჭე­რა. ეს იყო ფან­ჯა­რა სიბ­ნე­ლი­დან სი­ნათ­ლე­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში მის­მა ას­ეთ­მა სა­ჩუ­ქარ­მა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ჩე­მი გან­წყო­ბაც, მო­ტი­ვა­ცი­აც, გა­მოც­დი­ლე­ბაც. ამ­აში ჩანს მი­სი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბა და სრუ­ლი­ად უან­გა­რო მხარ­და­ჭე­რა და ზრუნ­ვა მის გარ­შე­მო მყო­ფი, თუნ­დაც ნაკ­ლე­ბად ახ­ლო­ბე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის­ად­მი. ას­ეთი იყო, გუ­ლუხ­ვად გას­ცემ­და და უშ­ურ­ვე­ლად უჭ­ერ­და მხარს ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რებს, მის თა­ნამ­შრომ­ლებს თუ სტუ­დენ­ტებს. ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი ნა­ნა სუმ­ბა­ძის მი­სი გუ­ლი­თა­დი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ისა და მხარ­და­ჭე­რის­თვის ჩემ პრო­ფე­სი­ულ გზა­ზე“.

 

ეკ­ატ­ერ­ინე ფირ­ცხა­ვა­ლა, ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი: „ ბნე­ლი 90-იან­ებ­ის და­საწყის­ში სრუ­ლე­ბით შემ­თხვე­ვით (მაგ­რამ, ალ­ბათ, არ­აფ­ერი ხდე­ბა შემ­თხვევთ) ჩა­ვა­ბა­რე ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. თსუ-ის მე­ორე კორ­პუ­სის „სამ­ტრე­დეთ­ში“, რო­გორც ვე­ძა­ხით ხოლ­მე, სა­დაც ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი იყო, ერ­თი რკი­ნის გი­სო­სო­ები­ან ოთ­ახ­ის კა­რის შე­ღე­ბი­სას ქა­ლი შემ­ხვდა, სა­შუ­ალო სი­მაღ­ლის, მხარ­ზე უზ­არ­მა­ზა­რი ჩან­თა ჰქონ­და გა­და­კი­დე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ფურ­ცლით და წიგ­ნე­ბით სავ­სე — ეს იყო პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ნა­ნას­თან... მხი­არ­ულ­ად და ხმა­ური­ან­ად მო­გე­სალ­მე­ბო­და, მე­რე რა, რომ არ გიც­ნობ­და და შე­ვი­დო­და ამ ოთ­ახ­ში ლექ­ცი­ებ­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

 

სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე (მა­შინ ასე ერ­ქვა) ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, გა­რე­მოს ფსი­ქო­ლო­გი­ას და კვლე­ვის მე­თო­დებს ნა­ნა სუმ­ბა­ძე ას­წავ­ლი­და. მა­შინ არ­ჩე­ვა­ნი არ კეთ­დე­ბო­და. შენ გქონ­და გა­წე­რი­ლი ცხრი­ლი და ამ ცხრი­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. ნა­ნა რომ გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ 43 წლის იყო, მა­შინ ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და — ამ ას­აკ­ში ას­ეთი თა­ნა­მედ­რო­ვე, ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყა­ვი (მეც რომ 43 წლის გავ­ხდი, ნა­ნას ვე­უბ­ნე­ბო­დი — წარ­მო­გიდ­გე­ნია, მე ახ­ლა იმ ას­აკ­ში ვარ, შენ რომ გა­გი­ცა­ნი და ახ­ლა უფ­რო ვხვდე­ბი — მა­შინ რა­ტომ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყ­ავი თქო). ას­ეთი თა­ნა­მედ­რო­ვე, ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი იყო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

 

სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო ლექ­ცი­ები ჰქონ­და. პირ­ვე­ლი, რაც მახ­სოვს, გვითხრა — შე­გიძ­ლი­ათ ნა­ნა და­მი­ძა­ხო­თო (ეს­ეც გა­საკ­ვი­რი იყო ჩემ­თვის). მას შემ­დეგ ნა­ნა ყო­ველ­თვის იყო „ნა­ნა“ და არ­ავ­ით­არი — „ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა“, ასე მხო­ლოდ მა­შინ მივ­მარ­თავ­დი, თუ რა­მე­ზე ვხა­ლი­სობ­დით.

 

ია კუ­ტა­ლა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი: „ნა­ნა იყო სი­ცოცხლის სიყ­ვა­რუ­ლით, ოპ­ტი­მიზ­მით, ერ­თგუ­ლე­ბით გა­მორ­ჩე­ული ად­ამი­ანი... ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე, ღია, სი­ახ­ლე­ებ­ით სავ­სე, ამ­იტ­ომ­აც იზ­იდ­ავ­და ახ­ალ­გაზ­რდებს, იყო მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მე­გო­ბა­რი. ნა­ნა იყო არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რომ­ლებ­შიც მუდ­მი­ვად ყავ­და ჩარ­თუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი. ამ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ით ის­ინი მის­გან პრო­ფე­სი­ული და ად­ამი­ან­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს იღ­ებ­დე­ნენ. ნა­ნა იყო მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ონ­ალი, მკვლე­ვა­რი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­იტ­ანა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­თი სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში, თა­ობ­ებ­ის აღ­ზრდა­ში, რო­მელ­თაც ყო­ველ­თვის ემ­ახ­სოვ­რე­ბათ მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი არა მხო­ლოდ მათ პრო­ფე­სი­ულ და­ოს­ტა­ტე­ბა­ში, არ­ამ­ედ სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. ნა­ნას სა­ოც­არი ში­ნა­გა­ნი ძა­ლა ჰქონ­და, ის იყო ად­ამი­ანი, რომ­ლის ნდო­ბა და იმ­ედი ყო­ველ­თვის გვქონ­და რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ას­ევე ად­ამი­ან­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდებს, ას­ევე მის კო­ლე­გებს.“

 

გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი: „ნა­ნა სუმ­ბა­ძე ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა იყო. იგი გა­ვი­ცა­ნი 80-იან წლებ­ში, რო­ცა ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ­დი თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. თსუ-ის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­მა მო­ახ­ერ­ხა მა­შინ­დე­ლი დრო­ის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ: გახ­სნა შრო­მის და სა­ინ­ჟინ­რო ფსი­ქო­ლო­გი­აში ე.წ. სა­ღა­მოს დას­წრე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც სწავ­ლა შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ერ უმ­აღ­ლეს დამ­თავ­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბას თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი­დან მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას მი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ან­ობ­ის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის სჭირ­დე­ბო­და შრო­მის და სა­ინ­ჟინ­რო ფსი­ქო­ლო­გი­ის ცოდ­ნა. საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მოჩ­ნდა მსურ­ვე­ლი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ 5 წლი­ანი კურ­სი მხო­ლოდ ერ­თე­ულ­ებ­მა და­ამ­თავ­რეს და მათ შო­რის გა­მორ­ჩე­ული იყო ნა­ნა სუმ­ბა­ძე, რო­მელ­საც მა­ნამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და უცხო ენ­ებ­ის ფა­კულ­ტე­ტი ინ­გლი­სუ­რი ენ­ის სპე­ცი­ალ­ობ­ით, რაც მას საგ­რძნობ უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას აძ­ლევ­და, რად­გან უახ­ლე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა ფსი­ქო­ლო­გი­აში, ძი­რი­თა­დად, ინ­გლი­სურ ენ­აზე იყო. ნა­ნა ძა­ლი­ან სწრა­ფად დამ­კვიდ­რდა თსუ-ის სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე, რო­გორც წამ­ყვა­ნი ლექ­ტო­რი. იგი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფსი­ქო­ლო­გი იყო, ვინც და­იც­ვა სა­მეც­ნი­ერო ხა­რის­ხი ლე­იდ­ენ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რაც ას­ევე ძა­ლი­ან იშ­ვი­ათი იყო მა­შინ.

 

ნა­ნამ შექ­მნა და კითხუ­ლობ­და არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სს ფსი­ქო­ლო­გი­აში და კითხუ­ლობ­და ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ, რომ მი­სი სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო მის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვით ჯგუფ­ში. ნა­ნა იყო პი­ონ­ერი უცხო­ური გრან­ტე­ბის მო­ძი­ებ­ის საქ­მე­შიც. მახ­სოვს, 90-იან წლებ­ში მან პირ­ველ­მა მო­იტ­ანა ინ­ფორ­მა­ცია კა­თედ­რა­ზე, რომ ნა­ტო-ს ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებ­და კონ­კურ­სს სო­ცი­ალ­ურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მე ამ­ის გა­მო მი­სი ძა­ლი­ან მად­ლი­ერი ვარ, რამ­დე­ნა­დაც ნა­ნამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მომ­ცა სტი­მუ­ლი არა­ერთ უცხო­ურ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­ათ­ვის და მას შემ­დეგ ათ­ობ­ით პრო­ექ­ტი გა­მი­კე­თე­ბია.

 

მან ჩა­მო­აყ­ალ­იბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სან­დო სო­ცი­ოლ­ოგი­ური კვლე­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც არა­ერ­თი ფსი­ქო­ლო­გია და­საქ­მე­ბუ­ლი. ნა­ნა შე­უდ­არ­ებ­ელი იყო საკ­ვლე­ვი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და კვლე­ვებ­ში. მის მი­ერ მო­პო­ვე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში არა­ერ­თი სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და დღეს ის­ინი არი­ან წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი. მი­სი კვლე­ვე­ბი კი ბევ­რი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის და არა მარ­ტო ჩვენ­თვის, არ­ამ­ედ ყვე­ლა სპე­ცი­ალ­ის­ტის­თვის, ექ­სპერ­ტი­სა თუ პო­ლი­ტი­კო­სი­სათ­ვის, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მე­ბით, სა­მა­გი­დო ნაშ­რომს წარ­მო­ად­გენს.

 

პი­როვ­ნუ­ლად ნა­ნა, ერ­თი შე­ხედ­ვით, კუშ­ტი ად­ამი­ან­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თი გე­სა­უბ­რა მას­თან, რომ დარ­წმუნ­დე­ბო­დი მის კე­თილ­გან­წყო­ბა­ში ად­ამი­ან­ებ­ის მი­მართ, თუმ­ცა საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლიც იყო. ეს კრი­ტი­კაც სა­ფუძ­ვლი­ანი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლის პო­ზი­ცი­ით ნა­კარ­ნა­ხე­ვი გახ­ლდათ. ყო­ველ­თვის და­გა­ფიქ­რებ­და და აღ­მო­აჩ­ენ­დი, რომ მი­სი შე­ნიშ­ვნე­ბი შენს სა­სი­კე­თოდ იყო მო­მარ­თუ­ლი.

 

ნა­ნას ჰქონ­და შე­ფა­რუ­ლი, რბი­ლი იუმ­ორი, რომ­ლი­თაც შე­ეძ­ლო ად­ვი­ლად გა­ნეტ­ვირ­თა უხ­ერ­ხუ­ლი სი­ტუ­აცი­ები. ის, რომ იგი იყო არა მხო­ლოდ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი, არ­ამ­ედ უახ­ლო­ესი მე­გო­ბა­რი თა­ვი­სი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, ამ­აზე მი­სი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც ბევ­რს იტყვი­ან. ახ­ლა და ახ­ლა ვი­გებთ — რო­გორ უჩ­უმ­რად ეხ­მა­რე­ბო­და უამ­რავ ად­ამი­ანს, მათ შო­რის, მის­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბებს, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ არც მას აკ­ლდა პრობ­ლე­მე­ბი.

 

...და­ბო­ლოს, რაც ძა­ლი­ან გა­მო­არ­ჩევ­და მას. არ­ას­დროს არ მახ­სოვს ნა­ნა რა­იმ­ეზე მო­წუ­წუ­ნე, არ­ას­დროს ლა­პა­რა­კობ­და თა­ვის თავ­ზე, არ მო­გახ­ვევ­და სა­კუ­თარ გან­ცდებ­სა და აზ­რებს.

 

მე კი­დევ ერ­თი ას­პექ­ტი­თაც ვიც­ნობ­დი მას. ჩე­მი და მი­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ერთ კლას­ში სწავ­ლობ­დნენ. ჩვენ ხვდე­ბო­დით-ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს სკო­ლა­ში ბე­ბი­ებ­ის რან­გში. ნა­ნა იყო ის­ეთი თბი­ლი და რბი­ლი ხა­სი­ათ­ის ბე­ბია, რომ ვერც წარ­მო­იდ­გენ­დით.

 

და­სა­ნა­ნია, რომ წა­ვი­და... კი­დევ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­თვის, თა­ვი­სი ოჯ­ახ­ის­თვის, ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის. ყო­ველ­დღი­ურ­ად სულ უფ­რო ვგრძნობთ, თუ რო­გორ გვაკ­ლია ფსი­ქო­ლო­გებს და ყვე­ლას, ვინც მას იც­ნობ­და. იგი ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა.“

 

ნა­ზი ფარ­სა­და­ნიშ­ვი­ლი, ნა­ნა სუმ­ბა­ძის სტუ­დენ­ტი, ას­ის­ტენ­ტი: „ნა­ნი სუმ­ბა­ძეს პირ­ვე­ლად 2013 წელს შევ­ხვდი, მე-4 კურ­სის ბო­ლო სე­მეს­ტრში ვსწავ­ლობ­დი და ერთ-ერთ საგ­ნად მი­სი კურ­სი — თვით-აღ­წე­რი­თი სა­ზო­მე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­აში — ავ­ირ­ჩიე. მა­შინ უკ­ვე ვი­ცო­დი, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბით სო­ცი­ალ­ურ ფსი­ქო­ლო­გი­აზე უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რი მსმე­ნო­და და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის შევ­ხვდე­ბო­დი. გო­ნე­ბა­ში ახ­ლაც მაქ­ვს ხა­ტად ჩა­ბეჭ­დი­ლი მე-3 კორ­პუ­სის 301-ე აუდ­იტ­ორია, სა­დაც მშვი­დი სა­ხით და დინ­ჯი ნა­ბი­ჯე­ბით შე­მო­ვი­და და, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სა­გან­ზე 80-მდე სტუ­დენ­ტი იყო, ყვე­ლას სა­ხე­ლი­თა და გვა­რით და­ინ­ტე­რეს­და. გა­სა­ოც­არი იყო მი­სი უშუ­ალ­ობა, თავ­მდაბ­ლო­ბა, სა­კითხის მარ­ტი­ვად ახ­სნის უნ­არი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თხრო­ბა. ეს იყო ის თვი­სე­ბე­ბი, რი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც ყვე­ლა სტუ­დენ­ტს აყ­ვა­რებ­და შე­სას­წავლ სა­კითხს. კურ­სის ფარ­გლებ­ში ჯგუ­ფე­ბად დაგ­ვყო და კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დაგ­ვა­ვა­ლა. ამ­აში, თით­ქოს, გა­სა­ოც­არი არ­აფ­ერი იყო, რად­გან იქ­ამ­დეც ბევ­რჯერ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია სას­წავ­ლო კურ­სის ფარ­გლებ­ში კვლე­ვა. თუმ­ცა, ეს სულ სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რად­გან იგი ჩვენ მოგ­ვიდ­გა, რო­გორც მკვლევ­რებს, რო­გორც მის სწო­რებს. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერი ვი­ყა­ვი და სი­ხა­რუ­ლით ვა­ტა­რებ­დი კვლე­ვას. მახ­სოვს, შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტ­აპ­ზე რომ მი­ვე­დით, spss-ის პროგ­რა­მა­ში რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად მე და ჩე­მი კურ­სე­ლი მე-2 კორ­პუ­სის გა­დას­წვრივ მდე­ბა­რე თა­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აში დაგ­ვი­ბა­რა. ძა­ლი­ან გვინ­დო­და გაგ­ვე­ხა­რე­ბი­ნა და აბ­აშ­იძ­ის ქუ­ჩა­ზე გვი­რი­ლე­ბის თა­იგ­ული ვი­ყი­დეთ, მა­სა­ვით სა­და, უბ­რა­ლო... გვი­რი­ლე­ბით ხელ­ში რომ შე­ვე­დით, ძა­ლი­ან გა­უხ­არ­და. პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, უამ­რა­ვი წიგ­ნით სავ­სე მი­სი სა­მუ­შაო ოთ­ახი იყო, სა­დაც წიგ­ნე­ბი­სა­გან ძლივს გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ სკა­მე­ბი, კომ­პი­უტ­ერ­თან მის გვერ­დით რომ დავ­მსხდა­რი­ყა­ვით. ამ­დე­ნი წიგ­ნის გა­მო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ დავ­მა­ლეთ და მა­ნაც სა­ჩუქ­რად ბო­ძე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლე­ბი გა­მოგ­ვიშ­ვა. ნა­ნი სუმ­ბა­ძეს­თან მუ­შა­ობა ყვე­ლა ეტ­აპ­ზე უდ­იდ­ესი ბედ­ნი­ერ­ება იყო. მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა... ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმ­აში, რომ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ჩა­ბა­რე­ბი­სას თა­ვის ას­ის­ტე­ნად ამ­ირ­ჩია და მას­თან ერ­თად უფ­რო სიღ­რმი­სე­ულ­ად მუ­შა­ობ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა მხვდა წი­ლად. ძა­ლი­ან ძნე­ლია გად­მოვ­ცე ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ნა­ნა სუმ­ბა­ძემ მას­წავ­ლა. მაგ­რამ, ერთ სიტყვა­ში შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მან მე და ყვე­ლა სტუ­დენ­ტს ას­წავ­ლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ — ად­ამი­ან­ობა.“

 

ან­ას­ტა­სია ქი­ტი­აშ­ვი­ლი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი: „მე-3 კურ­სზე ვი­ყა­ვი, ნა­ნი სუმ­ბა­ძე რომ გა­ვი­ცა­ნი. ჰო­ლან­დი­იდ­ან ახ­ლად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო და სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ნებს გვი­კითხავ­და. უზ­არ­მა­ზა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სულ რამ­დე­ნი­მე ლექ­ცი­აში. გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი და­იკ­ავა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მან შე­მო­იტ­ანა ჩვენს კა­თედ­რა­ზე სი­ნათ­ლე და პროგ­რე­სი ბნელ 90-იან წლებ­ში. ის იყო პირ­ვე­ლი, ვინც უცხო­ური გრან­ტე­ბი მო­იტ­ანა სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე და, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ის იყო თა­ვის საქ­მის უზ­ადო პრო­ფე­სი­ონ­ალი და ყო­ველ­თვის პროგ­რეს­თან, ინ­ოვ­აცი­ებ­თან, გან­ვი­თა­რე­ბას­თან, ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან ას­ოც­ირ­დე­ბო­და. მის­მა საქ­მი­ან­ობ­ამ და უან­გა­რო მხარ­და­ჭე­რამ ბევ­რი კო­ლე­გის თუ სტუ­დენ­ტის კა­რი­ერ­ული და პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბა გან­საზღვრა.

 

ნა­ნი პირ­ვე­ლი იყო, ვინც კვლე­ვის მე­თო­დებ­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას გვას­წავ­ლი­და. სტუ­დენ­ტუ­რი კვლე­ვი­თი იდე­ებ­ით მი­ვე­დი მას­თან, მო­მის­მი­ნა და მო­ეწ­ონა. აქ­ტუ­ალ­ური თე­მააო, — მითხრა. ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვა. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ და ორი პუბ­ლი­კა­ცია გა­ვა­კე­თეთ. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ლექ­ტორს შე­იძ­ლე­ბო­და სტუ­დენ­ტთან ერ­თად სტა­ტია გა­ეკ­ეთ­ებ­ინა, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, საკ­ვლე­ვი სოფ­ტე­ბი გა­ეზი­არ­ებ­ინა, ან სტუ­დენ­ტის აზ­რი გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა; ბედ­ნი­ერი ვარ, რომ ამ­ის შემ­დეგ ჩვენ ათ­ობ­ით ერ­თობ­ლი­ვი სტა­ტია გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, არა­ერ­თი კვლე­ვა და პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტ­აპ­ზე ფი­გუ­რი­რებს ნა­ნი... ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ჩე­მი პირ­ვე­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლიც IPS-ში, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი და სა­ინ­ტერ­სეო კვლე­ვა გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ, ას­ევე, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში მას­თან ვმუ­შა­ობ­დი.

 

ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბით კვლე­ვებს ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ებ­ოდა. 2007 წელს ნა­ნიმ და მე ერ­თად და­ვა­არ­სეთ გა­მო­ყე­ნე­ბი­თი სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა. 13 წე­ლი ერ­თად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი სო­ცი­ალ­ური ფსი­ქო­ლო­გი­ის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას, და­ახ­ლო­ებ­ით 10 წე­ლი კი — სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად. ეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერი წლე­ბი იყო — სულ რა­ღა­ცას ვგეგ­მავ­დით, ვუ­ზი­არ­ებ­დით ერ­თმა­ნეთს, ვა­ვი­თა­რებ­დით პროგ­რა­მებს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აგ­ებ­ული იყო ძა­ლი­ან დიდ ურ­თი­ერთ ნდო­ბა­ზე, მხარ­და­ჭე­რა­ზე, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე. ნა­ნი წამ­ყვან საგ­ნებს კითხუ­ლობ­და და უამ­რავ სტუ­დენ­ტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ყვე­ლა­ფერს, რა­საც ას­წავ­ლი­და, პრაქ­ტი­კა­ში თა­ვად ახ­ორ­ცი­ელ­ებ­და. ყო­ველ­თვის ახ­დენ­და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შერ­წყმას მეც­ნი­ერ­ულ მო­დე­ლებ­სა და კონ­ცეფ­ცი­ებ­თან. არ­ას­ოდ­ეს უთ­ქვამს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის უარი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე, ძა­ლი­ან დიდ დროს ატ­არ­ებ­და მათ­თან, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, IPS-ში და სახ­ლშიც.

 

სულ ახ­ალი და ინ­ოვ­აცი­ური კვლე­ვი­თი იდე­ები ჰქონ­და. ტი­პუ­რი სო­ცი­ალ­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­ური თე­მე­ბის გარ­და, ის­ეთი სა­კითხე­ბი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რაც უცხო იყო სხვა პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის. უამ­რა­ვი კვლე­ვა აქ­ვს გა­კე­თე­ბუ­ლი მოწყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის სო­ცი­ალ­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­ური თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის კვლე­ვა­ზე, მათ შო­რის არ­ის იძ­ულ­ებ­ით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მიგ­რან­ტე­ბის, ქა­ლე­ბის, შშმ და სსმ პი­რე­ბის, უმ­უშ­ევ­არი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის და ა.შ. შე­სა­ხებ. მი­სი კვლე­ვე­ბი იყო ერ­თდრო­ულ­ად მეც­ნი­ერ­ული და ამ­ავე დროს გა­მო­ყე­ნე­ბი­თი, გა­მიზ­ნუ­ლი ამ სო­ცი­ალ­ური ჯგუ­ფე­ბის კე­თილ­დღე­ობ­ისა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ეს გა­მო­არ­ჩევ­და მას, რო­გორც მეც­ნი­ერს. არ­ას­ოდ­ეს ყო­ფი­ლა პო­პუ­ლის­ტი (რაც ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დღეს ჩვენს ირ­გვლივ) ან თვით­პრე­ზენ­ტა­ცი­ასა და კა­რი­ერი­აზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, არ­ას­ოდ­ეს უთ­ქვამს უარი სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე კონ­ფორ­მის­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბის გა­მო, არც რე­გა­ლი­ები სჭირ­დე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.... ის ჩემ­თვის ყო­ველ­თვის იყო „ნა­ნი“, „ნა­ნი­კო“.

 

პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მთან ერ­თად მას­ში სა­ოც­რად იყო შერ­წყმუ­ლი ღირ­სე­ბა, ად­ამი­ან­ობა, დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბა და მა­ღა­ლი მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­ულ მეც­ნი­ერ­ად და პი­როვ­ნე­ბად ხდი­და. ფე­ის­ბუქ­ზე დავ­წე­რე, რომ „არ­აფ­ერი აღ­არ იქ­ნე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ნა­ნი­კოს გა­რე­შე“ და სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ დღე ვრწმუნ­დე­ბი ამ რე­ალ­ობ­ის სიმ­ძი­მე­ში.“