Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ კოკოჩაშვილის საახალწლო ფიქრები

„რა ვქნათ? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ ის, რომ არც თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ას ჩა­მოვ­რჩეთ და არც ჩვე­ნი ძირ­ძვე­ლი და მშვე­ნი­ერი კულ­ტუ­რა და იდ­ენ­ტო­ბა დავ­კარ­გოთ“, — ეს სატ­კი­ვა­რი თსუ-ის პრო­ფე­სო­რი­სა და რე­ჟი­სო­რის მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის­თვის ყო­ველ ახ­ალ წელს აქ­ტუ­ალ­ურ­დე­ბა, რად­გან მი­სი სა­ახ­ალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის მო­მა­ვალს უკ­ავ­შირ­დე­ბა.

 

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი:

ჩვენ­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ამ­ჟა­მად დი­დი სი­ხა­რუ­ლი ის არ­ის, რომ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი­ვე სა­მარ­თა­ვია და არა სხვი­სი, რო­გორც ად­რე. ამ­ას კი სიბ­რძნე, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და ერ­თო­ბა სჭირ­დე­ბა. ის­ეთი სის­წრა­ფით იც­ვლე­ბა სა­კა­ცობ­რიო წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ ჩვენს შვი­ლიშ­ვი­ლებს და შვილ­თაშ­ვი­ლებს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში მო­უწ­ევთ ცხოვ­რე­ბა. მახ­სენ­დე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სცე­ნა­რის­ტის, სუ­ლი­კო ჟღენ­ტის მი­ერ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბის ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა: „უც­ნა­ური სა­უკ­უნეა — ხალ­ხებს აახ­ლო­ვებს და ად­ამი­ან­ებს აშ­ორ­ებს“. დღეს უკ­ვე შეც­ვლი­ლია ად­ამი­ან­თა შო­რის, თუნ­დაც მე­გო­ბარ­თა და კო­ლე­გებს შო­რის ის­ტო­რი­ულ­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ჩვე­ული ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შეხ­ვედ­რე­ბი, სწავ­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ად­რე ცოცხა­ლი, ლა­მის ხელ­შე­სა­ხე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, დღეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა, ელ­ექ­ტრო­ნულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა შეც­ვა­ლეს. რა ვქნათ? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ ის, რომ არც თა­ნა­მედ­რო­ვე­ობ­ას ჩა­მოვ­რჩეთ და არც ჩვე­ნი ძირ­ძვე­ლი და მშვე­ნი­ერი კულ­ტუ­რა და იდ­ენ­ტო­ბა დავ­კარ­გოთ. ვფიქ­რობ, არ­სე­ბობს გზა — აით­ვი­სო ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­კა­ცობ­რიო მო­ნა­პო­ვა­რია, შემ­დეგ ის შენს ერ­ოვ­ნულ თვით­მყო­ფა­დო­ბა­ში გა­და­ხარ­შო და კვლავ და­უბ­რუ­ნო კა­ცობ­რი­ობ­ას. ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ერია. ეს კი იმ­ას ნიშ­ნავს, რომ მას შე­უძ­ლია, აქ­ვს უნ­არი — იყ­ოს მო­წი­ნა­ვე (ამ­ის მა­გა­ლი­თე­ბი შე­გიძ­ლი­ათ აღ­მო­აჩ­ინ­ოთ რო­გორც სა­კა­ცობ­რიო კულ­ტუ­რა­ში, ისე ის­ტო­რი­აში). ამ­ის მი­საღ­წე­ვად კი სა­ჭი­როა შექ­მნა ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი, უმ­აღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია და, ას­ევე, უმ­აღ­ლე­სი კულ­ტუ­რის დო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. ვფიქ­რობ, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ და დავ­ნერ­გოთ ჩვენ­ში ყვე­ლა ეს პრინ­ცი­პი. მა­შინ ვიქ­ნე­ბით მო­წი­ნა­ვე­ნიც და ქარ­თვე­ლე­ბიც.

 

* * *

გი­ლო­ცავთ ახ­ალ წელს ყვე­ლას! — ას­აკ­ოვ­ნებს, ახ­ალ­გაზ­რდებს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლებს... მინ­და, ყვე­ლას გი­სურ­ვოთ ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­კე­თე, სიყ­ვა­რუ­ლი, მშვი­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ვირ­წმუ­ნოთ, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ და მარ­თლაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით...