Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოლეგები ქეთევან გამყრელიძეს იხსენებენ

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ, რომ 2021 წლის 1 მა­ისს 56 წლის ას­აკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ფა­კულ­ტე­ტის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული თა­ნამ­შრო­მე­ლი, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი, ფი­ზი­კის თით­ქმის ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ან­ობ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ათე­ული წლე­ბის მან­ძილ­ზე უან­გა­რო მებ­რძო­ლი ქე­თე­ვან გამ­ყრე­ლი­ძე. თა­ვის საქ­მე­ზე უზ­ად­ოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­უც­ვლელ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ად ით­ვლე­ბო­და კო­ლექ­ტივ­ში. სტუ­დენ­ტი-ახ­ალ­გაზ­რდო­ბის აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის ფერ­ხულ­ში ჩაბ­მუ­ლი, მა­ღა­ლი პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, დე­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფა­სე­ულ­ობ­ებ­ისა და ტრა­დი­ცი­ებ­ის დი­დი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი სი­ცოცხლის ბო­ლო წუ­თამ­დე ზრუ­ნავ­და თა­ვი­სი სა­სი­კე­თო წვლი­ლი შე­ეტ­ანა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკ­ეთ­ესი მო­მავ­ლი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში.

 

ქე­თე­ვან გამ­ყრე­ლი­ძემ 1988 წელს და­ამ­თავ­რა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი. შრო­მი­თი საქ­მი­ან­ობა გა­აგ­რძე­ლა მშობ­ლი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და 2001 წელს და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია პროფ. გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. იყო რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, ას­ევე სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ერო სტა­ტი­ებ­ის თა­ნა­ავ­ტო­რი. ქე­თე­ვა­ნი დიდ დროს უთ­მობ­და თა­ვი­სი აღ­საზ­რდე­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბის გაუარესების მი­უხ­ედ­ავ­ად, რო­მელ­საც კი­დევ უფ­რო ამ­ძი­მებ­და შექ­მნი­ლი პან­დე­მი­ური მდგო­მა­რე­ობა, მას არ შე­უწყვე­ტია დის­ტან­ცი­ური ლექ­ცი­ები... სა­ოც­არი ძა­ლით ას­ხი­ვებ­და ირ­გვლივ და­დე­ბით ენ­ერ­გი­ას, ფა­რავ­და სა­კუ­თარ სირ­თუ­ლე­ებს და ბო­ლო წუ­თამ­დე ცდი­ლობ­და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზე ზრუნ­ვას.

 

ამ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავ­მა ერ­თი­ან­ად შეგ­ვძრა ყვე­ლა, ვინც მას ვიც­ნობ­დით. რა­ოდ­ენ სამ­წუ­ხა­როა, რომ ქე­თი­ზე, რო­გორც მას ვე­ძახ­დით ახ­ლობ­ლე­ბი, წარ­სულ დრო­ში გვი­წევს სა­უბ­არი... მას უფ­ლის­გან მო­მად­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და უდ­იდ­ესი სა­სი­ცოცხლო ენ­ერ­გია, რო­მელ­საც სა­ოც­რად უხ­ამ­ებ­და დი­დი იუმ­ორ­ის გრძნო­ბას და ქმნი­და გა­დამ­დებ ხა­ლი­სი­ან გან­წყო­ბას გარ­შე­მომ­ყოფ­თა შო­რის. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ული ფა­სე­ულ­ობ­ებ­ის მქო­ნე ოჯ­ახ­ში აღ­ზრდილ­მა სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ველ­სა­ვე დღე­ებ­ში მო­ახ­ერ­ხა თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბი­თა და სა­ოც­არი ნი­ჭი­ერ­ებ­ით გა­მორ­ჩე­ვა... ერ­თგუ­ლი და სან­დო იყო ყო­ველ­თვის, ამ­იტ­ომ­აც შეძ­ლო ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მა­ღა­ლი პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მის მეშ­ვე­ობ­ით ბევ­რი კე­თი­ლი და სა­მა­გა­ლი­თო საქ­მის გა­კე­თე­ბა... ჩვენ კი მის მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა უჩ­ვე­ულ­ოდ კე­თი­ლი, ხა­ლი­სი­ანი და ნი­ჭი­ერი ქე­თი, მი­სი ნა­თე­ლი ხსოვ­ნა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ჩვენს გუ­ლებ­ში.