Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვინ პოულობს სამსახურს სწავლის პარალელურად? - თსუ-ის წარმატებული სტუდენტის რჩევები

თა­მარ და­დი­ანი

 

სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე და­იწყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს არ იყო ის საქ­მე, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. უცხო ენ­ებ­ის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­წო­ნა და დღეს ფი­ლო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავ­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხი აქ­ვს ინ­გლი­სურ ენ­ასა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. სწავ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბა ამ­ით არ და­უს­რუ­ლე­ბია. ნი­ნო მა­ხა­რა­ძე თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ტუ­რიზ­მის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც არ­ან­აკ­ლებ წარ­მა­ტე­ბით უძ­ღვე­ბა სა­ოჯ­ახო ტუ­რის­ტულ სა­აგ­ენ­ტოს, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­ყავს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

 

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ტუ­რიზ­მის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო

პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი ნი­ნო მა­ხა­რა­ძე:

 

 პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ად­ამი­ან­ზე მოქ­მე­დებს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი — უნ­არ­ები, მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რე­სი, ოჯ­ახი, პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რო­ბა... შენს შემ­თხვე­ვა­ში რამ იმ­ოქ­მე­და?

 

— ბევ­რი ინ­ტე­რე­სის სფე­რო მქონ­და და დღემ­დე ასეა. სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის (ფორ­ტე­პი­ანო) გან­ხრით, ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­ას კონ­კურ­სებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ში და რა­ღაც პე­რი­ოდი ვფიქ­რობ­დი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სწავ­ლას. ას­ევე და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ან­ობ­ით და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სშიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ობა. რო­დე­საც საქ­მე პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე მიდ­გა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს არ იყო ის საქ­მე, რომ­ლის კე­თე­ბაც მინ­დო­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი უცხო ენ­ებ­ის მი­მართ სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ დღეს ფი­ლო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავ­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხი მაქ­ვს ინ­გლი­სურ ენ­ასა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

 

სა­ერ­თოდ, არა მხო­ლოდ ოჯ­ახ­ში, სკო­ლა­შიც ხში­რად უნ­და იყ­ოს დი­ალ­ოგი მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­მო ბევ­რს უჭ­ირს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად აბ­იტ­ური­ენ­ტმა უნ­და მი­იღ­ოს. ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო. მარ­თა­ლია ჩემ­მა პირ­ვე­ლად­მა არ­ჩე­ვან­მა არ გა­ამ­არ­თლა, თუმ­ცა მა­ლე­ვე ვი­პო­ვე ჩე­მი პრო­ფე­სია. და­ახ­ლო­ებ­ით 5 წე­ლია, რაც ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში ვარ. მაქ­ვს სა­ოჯ­ახო ტუ­რის­ტუ­ლი სა­აგ­ენ­ტო, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც გახ­ლა­ვართ. ჩა­მოგ­ვყავს ტუ­რის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ვაც­ნობთ ჩვენს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ეგ­ზო­ტი­კურ ქვე­ყა­ნას. ას­ევე ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და ფრან­გუ­ლი ენა და კულ­ტუ­რა. ფრან­გუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩე­მი „მა­ინ­ორია“. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ შე­იქ­მნა ტუ­რიზ­მის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ჩემს ორ უდ­იდ­ეს ინ­ტე­რე­სის სფე­როს აერ­თი­ან­ებ­და, მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა.

 

ვფიქ­რობ, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტს გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს. ამ ეტ­აპ­ზე ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი გუნ­დი გა­ერ­ოს მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს.

 

— რად­გან პრო­ფე­სი­ული საქ­მი­ან­ობ­ის სფე­როდ ტუ­რიზ­მი აირ­ჩიე, შე­ნი აზ­რით, რამ უნ­და შე­უწყოს ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, რა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქ­ვს ამ მხრივ ჩვენს ქვე­ყა­ნას?

 

— ჩვენ ქვე­ყა­ნას ამო­უწ­ურ­ავი რე­სურ­სი აქ­ვს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა გას­ტრო­ნო­მი­ული ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ით დღი­თიდღე უფ­რო და უფ­რო მე­ტი ად­ამი­ანი ინ­ტე­რეს­დე­ბა. ას­ევე სა­მე­დი­ცი­ნო ველ­ნეს ტუ­რიზ­მი, რომ­ლის გა­სა­ვი­თა­რებ­ლა­დაც უამ­რა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი გვაქ­ვს. ეკ­ოტ­ურ­იზ­მი, ბიზ­ნეს ტუ­რიზ­მი, გა­სარ­თო­ბი ტუ­რიზ­მი — ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ჭი­როთ ჩვე­ნი ნი­შა და გავ­ხდეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

 

— სულ მა­ლე სწავ­ლე­ბის მე­ორე სა­ფე­ხურს — მა­გის­ტრა­ტუ­რას ამ­თავ­რებ. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­გორ შე­აფ­ას­ებ თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ტუ­რიზ­მის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სას­წავ­ლო პრო­ცესს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას? გა­მარ­თლდა თუ არა შე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი?

 

— სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩვენს ჯგუფ­ში 13 მა­გის­ტრან­ტი ვართ და თი­თოეული ჩვენ­გა­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია — მი­იღ­ოს ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბა, რად­გან ბო­ლო სე­მეს­ტრის გავ­ლა უკ­ვე საფ­რან­გეთ­ში მოგ­ვი­წევს. თი­თოეულ სა­განს გვას­წავ­ლის თა­ვის სფე­რო­ში ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და პრო­ფე­სი­ონ­ალი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი. თა­ვად პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის მე­ნეჯ­მენ­ტის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი იოს­ებ ხე­ლაშ­ვი­ლი. პროგ­რა­მით ას­ევე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ლუ­მი­ერ ლი­ონ 2-ს პე­და­გო­გე­ბის ჩა­მოს­ვლა თბი­ლის­ში და 3 სა­ლექ­ციო კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა, მე­ოთხე სე­მეს­ტრში კი სწავ­ლა გაგ­რძელ­დე­ბა ლი­ონ­ში და მას რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ანი პრაქ­ტი­კა უნ­და მოყ­ვეს.

 

— დღეს­დღე­ობ­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ წელს, სულ მცი­რე, 5000 ეკ­ონ­ომ­ის­ტის დიპ­ლო­მი მა­ინც გა­იც­ემა (თუ მე­ტის არა). რო­გორ ფიქ­რობ, რა უნ­და გა­აკ­ეთო იმ­ის­თვის, რომ შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი გახ­დე?

 

აქ მივ­დი­ვართ სწო­რედ იმ პრობ­ლე­მამ­დე, რა­ზეც თავ­ში ვი­სა­უბ­რეთ. ბევ­რი ბა­კა­ლავ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ამ­თავ­რებს მხო­ლოდ თა­ვი­სი ოჯ­ახ­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა თუ სო­ცი­უმ­ში მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. პრო­ცენ­ტუ­ლად ცო­ტა არი­ან ის ად­ამი­ან­ები, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებთ, რა­საც სწავ­ლო­ბენ. რო­დე­საც საქ­მე გიყ­ვარს და რე­ალ­ურ­ად გა­ინ­ტე­რე­სებს, სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკ­იდ­ები, უფ­რო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბი და წარ­მა­ტე­ბაც უფ­რო მარ­ტი­ვად მო­დის.

 

— რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც ის­ინი და­საქ­მე­ბას სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ??

 

— პირ­ველ რიგ­ში დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბის ფაქ­ტო­რი არ­ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩემს ჯგუფ­ში მა­გის­ტრან­ტე­ბის 90% და­საქ­მე­ბუ­ლია. მე თა­ვად ვას­წავ­ლი სტუ­დენ­ტებს ინ­გლი­სურ ენ­ას თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ აკ­ად­ემი­აში. ჩარ­თუ­ლი ვარ ამ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ექ­ტში, უფ­ას­ოდ ვას­წავ­ლით აბ­იტ­ური­ენ­ტებს ინ­გლი­სურ ენ­ას. დღეს­დღე­ობ­ით საკ­მა­ოდ ბევ­რი სტუ­დენ­ტია და­საქ­მე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

 

— რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაქ­ვთ ახ­ალ­გაზ­რდებს?

 

— შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ­ჯე­რო­ბით, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა ონ­ლა­ინ ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მო­იფ­არ­გლე­ბა. ამ სე­მეს­ტრში მხო­ლოდ ერ­თხელ მო­ვა­ხერ­ხეთ გას­ვლი­თი გას­ტრო­ნო­მი­ული ტუ­რი მოგ­ვეწყო სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ქალ­ბა­ტონ და­ლი­ლა ცა­ტა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. რაც შე­ეხ­ება შე­საძ­ლებ­ლო­ბებს — ნე­ბის­მი­ერი ფა­კულ­ტე­ტი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტს აქ­ვს თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­სა თუ გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში.