Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიდი უთანასწორობის წინააღმდეგ პატარა ელისაბედის ფიქრები

მაია ტო­რა­ძე

 

ყო­ველ 1 ივ­ნისს გა­ზე­თი „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი“ ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვნას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა შვი­ლე­ბის გაც­ნო­ბით და მა­თი წარ­მო­ჩე­ნით ცდი­ლობს. ამ­ჯე­რად გა­ზე­თის სტუ­მა­რია თსუ-ის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ულ პრო­ფე­სო­რის ირ­ინე დარ­ჩი­ას პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი. ელ­ის­აბ­ედ დარ­ჩია-ვუ­დიკ­ლა­რი­სი გერ­მა­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მოს­წავ­ლეა, უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია და ბი­ოლ­ოგია, ხში­რად მო­ნა­წი­ლობს ბუ­ნე­ბის დაც­ვის აქ­ცი­ებ­ში და დე­დას­თან ერ­თად მოგ­ზა­ურ­ობს. რა მოს­წონს მას, რა გა­ტა­ცე­ბე­ბი აქ­ვს, რო­გორ ხე­დავს მო­მა­ვალს და რას ფიქ­რობს ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ელ­ის­აბ­ედი თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

 

– ელ­ის­აბ­ედ, უკ­ვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და იმ ემ­ოცი­ებ­ზე, რა­საც ესა თუ ის მწე­რა­ლი გვი­ტო­ვებს. შენ რო­მე­ლი მწე­რა­ლი მოგ­წონს და რა­ტომ?

 

– ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ანა ფრან­კის დღი­ური, რად­გან, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის ის­ტო­რი­ით. ანა ფრან­კი კი სწო­რედ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე წერს თა­ვის დღი­ურ­ში. ას­ევე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ, რაც ანა ფრან­კის დღი­ურ­ში წე­რია, მარ­თლა მოხ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ანა ფრან­კი და მი­სი ოჯ­ახი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და. ამ­ავე დროს ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ანი და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი წიგ­ნია.

 

– სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში ჩანს, რომ აქ­ტი­ურ­ად ხარ ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა აქ­ცი­აში. გაქ­ვს თუ არა ჰო­ბი? რი­სი კე­თე­ბა გიყ­ვარს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

 

– თა­ვი­სუ­ფალ დროს მიყ­ვარს ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა, ას­ევე ახ­ალი ენ­ებ­ის სწავ­ლა. სპორ­ტს რაც შე­ეხ­ება, მომ­წონს ჩოგ­ბურ­თი.

 

– სკო­ლა თუ გიყ­ვარს? რა გახ­სენ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მხი­არ­ულ­ად მე­გობ­რებ­თან, კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

 

– ძა­ლი­ან კარ­გი სკო­ლა მაქ­ვს და კლა­სე­ლე­ბიც მიყ­ვარს. ყვე­ლა­ზე მხი­არ­ულ­ად მახ­სენ­დე­ბა ზაფხულ­ში, ზღვა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ოჯ­ახ­თან. ხო­ლო მე­გობ­რებ­თან ექ­სკურ­სი­ებ­ზე სი­არ­ული მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­დე­საც ღა­მის­თე­ვით მივ­დი­ვართ.

 

– უკ­ვე იცი, რა პრო­ფე­სი­ას გინ­და დაეუფლო? რა რჩე­ვებს გაძ­ლევს დე­და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

 

– ამ­ჟა­მად ვფიქ­რობ, რომ მე­დი­ცი­ნას გავ­ყვე­ბი, რად­გან ეს სფე­რო საკ­მა­ოდ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ას­ევე ძა­ლი­ან მიყ­ვარს სხვე­ბის­თვის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დროს დე­და­ჩე­მი სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაძ­ლევს. სულ მე­უბ­ნე­ბა, რომ მთა­ვა­რია ცხოვ­რე­ბა­ში ის ვა­კე­თო, რაც მიყ­ვარს.

 

– დე­და და შენ. ირ­ინა საკ­მა­ოდ აქ­ტი­ური და პრინ­ცი­პუ­ლი ად­ამი­ანია. შენ მი­მართ რა მოთხოვ­ნე­ბი აქ­ვს – რას გიშ­ლის, ან თუ მსჯე­ლობთ ხოლ­მე სე­რი­ოზ­ულ სა­კითხებ­ზე?

 

– დე­და­ჩე­მი საკ­მა­ოდ დიდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაძ­ლევს და კონ­კრე­ტუ­ლად არ­აფ­ერს მიშ­ლის. მხო­ლოდ იმ­ას მიკ­რძა­ლავს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ოზ­ული ზი­ანი მო­მა­ყე­ნოს. რაც შე­ეხ­ება ჩაც­მუ­ლო­ბას, გე­მოვ­ნე­ბას და გარ­თო­ბას, ამ სა­კითხებ­ში ბო­ლომ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. სე­რი­ოზ­ულ სა­კითხებ­ზეც ხში­რად ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე.

 

– რა იცი 1 ივ­ნი­სის შე­სა­ხებ?

 

– ვი­ცი, რომ 1 ივ­ნი­სი ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა.

 

– ხომ არ ფიქ­რობ ხოლ­მე ბავ­შვთა სა­კითხებ­ზე? რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა უნ­და ჰქონ­დეთ ბავ­შვებს? რა არ აქ­ვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნი თა­ობ­ის ბავ­შვებს ბედ­ნი­ერი ცხოვ­რე­ბის­თვის?

 

– ჩე­მი აზ­რით, ბავ­შვებს რაც შე­იძ­ლე­ბა ლა­ღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მხი­არ­ულ­ებ­ით სავ­სე ცხოვ­რე­ბა უნ­და ჰქონ­დეთ. ბავ­შვო­ბა საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლეა, მაგ­რამ ას­ევე ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ოდი ად­ამი­ან­ის ცხოვ­რე­ბა­ში. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს პე­რი­ოდი ყვე­ლას ძა­ლი­ან ტკბი­ლად ახ­სოვ­დეს. მე ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლი­ოში (და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც) არ­სე­ბობს დი­დი უთ­ან­ას­წო­რო­ბა. ზოგ ბავ­შვს არ აქ­ვს სა­შუ­ალ­ება, იარ­ოს სკო­ლა­ში, მი­იღ­ოს გა­ნათ­ლე­ბა, და­აგ­რო­ვოს გა­მოც­დი­ლე­ბა და აის­რუ­ლოს ოც­ნე­ბე­ბი. ზოგ ბავ­შვს უწ­ევს ოჯ­ახ­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც მას­ზე ძა­ლა­დო­ბენ ან არ აძ­ლე­ვენ სა­შუ­ალ­ებ­ას, იყ­ოს ის­ეთი, რო­გო­რიც სურს. ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმ­ის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბავ­შვი ვიხ­სნათ და და­ვიც­ვათ ამ­გვა­რი სი­ტუ­აცი­ებ­ის­გან, რა­თა მა­თაც ჰქონ­დეთ სა­შუ­ალ­ება, იცხოვ­რონ ლა­ღად და ბედ­ნი­ერ­ად.