Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გულ-ადამიანის მაღალი შემოქმედება – არნოლდ გეგეჭკორის ხსოვნას

მაია ტო­რა­ძე

 

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი და­კარ­გა. მი­სი კედ­ლე­ბი­დან გაქ­რა ად­ამი­ანი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და აუდ­იტ­ორი­ას, სტუ­დენ­ტს, ხე­ლოვ­ნე­ბას, პო­ეზი­ას, მთლი­ან­ად სა­ქარ­თვე­ლოს...

 

არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი არ იყო მხო­ლოდ მეც­ნი­ერი, მხო­ლოდ მოგ­ზა­ური, მხო­ლოდ ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი. ის ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დი­დი იყო, რად­გა­ნაც ვა­ჟას და ან­ას შემ­დეგ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მი­ვი­და ხმელ წი­ფელ­თან და შვლის ნუკ­რთან, თუ­თა­საც გა­ესა­უბ­რა, ოშ­კიც მო­ინ­ახ­ულა და მწვერ­ვალ­ზეც იდ­გა... მე­რე ჩა­მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოს, ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე მოგ­ვი­ტა­ნა – ეს ჩვე­ნი ბუ­ნე­ბაა, ჩვე­ნი სახ­ლია, ჩვე­ნი ად­გი­ლის დე­დაა და „ამ­ას კა­ცი ცოდ­ვი­ლის ხე­ლით არ უნ­და შე­ეხ­ოსო“...

 

ოტია იოს­ელი­ანი წერ­და: „ყვე­ლას მე­გო­ბა­რია არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი, ვინც ბუ­ნე­ბა­ში თხა­სა­ვით არ და­პე­ტე­ლობს, ხას­ხა­სა ხა­ვერ­დო­ვან კორ­დს მარ­ტო მო­საბ­დღვნე­ლად არ უყ­ურ­ებს, პი­რიმ­ზე ყვა­ვი­ლებს – გა­სა­თე­ლად და იდ­უმ­ალ ტყე­ებს – გა­სა­ჩე­ხად. ვინც იც­ის, ქათ­ქა­თა მწვერ­ვა­ლე­ბი მარ­ტო თოვ­ლი და ყინ­ვა არაა, ვი­საც სწამს, მაღ­ლა რომ ღმერ­თია და ვი­სი მო­და­რა­ჯე თვა­ლიც ან­გე­ლო­ზებს უც­ქე­რის. ვინც იც­ის, სა­ნამ მი­წა­ზეა, მი­წას, ბუ­ნე­ბას არ უნ­და ამ­ძი­მებ­დეს“... ამ­იტ­ომ­აც ვერ და­წერ არ­ნოლდ გე­გეჭ­კორ­ზე, რო­გორც მხო­ლოდ მეც­ნი­ერ­ზე, რად­გან იქ­ვე უნ­და მი­აწ­ერო, რო­გორ აკ­ავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან ხე­სა და ქვას, ტა­ძარს და პე­იზ­აჟს, ჯვარ­სა და ვაზს, ლექ­სსა და ფო­ტოს. მი­სი 50-მდე სა­მეც­ნი­ერო წიგ­ნი­დან არც ერ­თი არ გა­მო­სუ­ლა ამ პა­რა­ლე­ლე­ბი­სა და პო­ეტ­ური შე­და­რე­ბე­ბის გა­რე­შე. თუ სად­მე ვა­ზი უხ­სე­ნე­ბია, იქ­ვე და­ურ­თავს ფო­ტო მი­ნა­წე­რით „ვა­ზო, შვი­ლი­ვით ნა­ზარ­დოო“, თუ სად­მე მთა­ზე უსა­უბ­რია, იქ­ვე მი­უხ­ატ­ავს გერ­გე­ტის სა­მე­ბა ან­ას სტრი­ქო­ნით: „ჩა­მოშ­ვა­ვე­ბულ კლდე­ებ­ზე, მაღ­ლა ვინ დად­გა სახ­ლი? ვინ დად­გა სახ­ლი? ნის­ლმა? ღრუბ­ლებ­მა? წვი­მამ? ქა­რებ­მა? იდ­უმ­ალ­ებ­ამ! იდ­უმ­ალ­ებ­ამ!“...

 

არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი ბუ­ნე­ბის კა­ცი იყო. ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი ტყე­ში, ქარ­ში, უდ­აბ­ნო­სა და ვე­ლებ­ზე გა­ატ­არა, ბევ­რი იფ­იქ­რა და ეს ნა­ფიქ­რი ფო­ტო­სა და პო­ეტ­ურ სტრი­ქო­ნებ­ში გად­მო­იტ­ანა. ის იყო ბი­ოლ­ოგ­იც და ფი­ლო­ლო­გიც, ჟურ­ნა­ლის­ტიც და არ­ქე­ოლ­ოგ­იც, გე­ოგ­რა­ფიც და ალ­პი­ნის­ტიც... მან დე­და­მი­წის ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტი მოიარა, ახ­ალი ზე­ლან­დი­ისა და ავ­სტრა­ლი­ის ვე­ლურ ტო­მებ­თან თვე­ები იცხოვ­რა და თა­ვად შე­ეხო იმ ბუ­ნე­ბას, რო­მელ­ზეც ათ­ობ­ით წლე­ბი ესა­უბ­რე­ბო­და სტუ­დენ­ტებს და სა­ზო­გა­დო­ებ­ას.

 

არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სახ­ლმწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ობ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, უცხო­ეთ­ის სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის მხო­ლოდ ბო­ლო ნა­წილ­ზე თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით ვეც­ნო­ბით, რომ ის არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რი, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის, პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ებ­ის ლა­ურე­ატი და 2000-2001 წლე­ბის „სა­ერ­თა­შო­რი­სო პი­როვ­ნე­ბის“ წო­დე­ბის მფლო­ბე­ლი იყო. იგი ლექ­ცი­ებ­ის წა­სა­კითხად მიწ­ვე­ული იყო ბი­ოლ­ოგი­ისა და გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტებ­ზე: აშშ-ში (ატ­ლან­ტის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი), ავ­სტრა­ლი­აში (სიდ­ნეი – ახ­ალი უელ­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, მელ­ბურ­ნი – მო­ნა­შის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი), ახ­ალ ზე­ლან­დი­აში (ოკ­ლენ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი), აფ­რი­კა­ში (კე­ნია — ნა­ირ­ობ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ტან­ზა­ნია – დარ-ეს-სა­ლა­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი), მექ­სი­კა­ში (მე­ხი­კო-სი­ტის აგ­რა­რუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი), ეკ­ვა­დორ­ში (კი­ტოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი).

 

არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც სა­მეც­ნი­ერო მივ­ლი­ნე­ბე­ბი სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში გა­ატ­არა და დე­და­მი­წის ხუ­თი კონ­ტი­ნენ­ტის ყვე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი ზო­ნა შე­ის­წავ­ლა. მი­სი არც ერ­თი წიგ­ნი არ ეყ­რდნო­ბა მხო­ლოდ თე­ორი­ას, ყვე­ლა ნი­მუ­ში და მა­გა­ლი­თი, რო­მელ­ზეც წერს (და ეს უიშ­ვი­ათ­ესი სა­მეც­ნი­ერო მა­სა­ლაა), სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნ­ახ­ავს და შე­უს­წავ­ლია. მან შე­ის­წავ­ლა დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რის – ნი­ლო­სის და ყვე­ლა­ზე დი­დი წყალ­შემ­კრე­ბი მდი­ნა­რის – ამ­აზ­ონ­ის სა­თა­ვე­ები, ყვე­ლა­ზე დი­დი ტბე­ბი: ბა­იკ­ალი და ტან­გა­ნი­კა, მა­ღალ­მთის ყვე­ლა­ზე დი­დი ტბა – ტი­ტი­კა­კა (სამ­ხრეთ ამ­ერ­იკა), ჩრდი­ლო­ეთ ამ­ერ­იკ­ის ყვე­ლა­ზე დი­დი ალ­პუ­რი ტბა ტა­ჰო, ყვე­ლა­ზე მლა­შე ტბე­ბი­დან – ნატ­რო­ნი (კე­ნია), ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ჩან­ჩქე­რე­ბი­დან – იოს­ემ­იტი, ყვე­ლა­ზე დი­დი უდ­აბ­ნო­ებ­იდ­ან – სა­ჰა­რა (აფ­რი­კა), ყა­რა­ყუ­მი (ცენ­ტრა­ლუ­რი აზია) და კი­დევ ბევ­რი რამ არ­აც­ოცხა­ლი ბუ­ნე­ბი­დან.

 

არ­ნოლდ გე­გეჭ­კორ­მა დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აწ­არ­მოა ცოცხა­ლი ბუ­ნე­ბი­დან: რე­ლიქ­ტურ სექ­ვოიასა და სექ­ვოიადენდრონის ტყე­ებ­ში (კა­ლი­ფორ­ნია, აშშ), სა­მე­ფო ევ­კა­ლიპ­ტის ტყე­ებ­ში (ტას­მა­ნია), ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­ულ ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზე (ავ­სტრა­ლია), ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ზე, ათ­ას­ობ­ით სა­ხე­ობ­ის ეგ­ზო­ტი­კურ ცხო­ველ­სა და ფრინ­ველ­ზე. მან იცხოვ­რა ავ­სტა­ლი­ის, აფ­რი­კი­სა და ამ­ერ­იკ­ის აბ­ორ­იგ­ენ­ებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ამ­ჟა­მა­დაც პა­ლე­ოლ­ით­ისა და ნე­ოლ­ით­ის ეპ­ოქ­ათა წე­სით ცხოვ­რო­ბენ.

 

არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელ კავ­კა­სი­აში ხე­ობა, რო­მე­ლიც არ­ნოლდ გე­გეჭ­კორს ფე­ხით არ მო­ევ­ლოს, არ შე­ეს­წავ­ლოს და წიგ­ნად არ მი­ეწ­ოდ­ებ­ინ­ოს სტუ­დენ­ტე­ბი­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკითხვე­ლის­თვის. 2004 წელს გა­მო­ცე­მულ წიგ­ნში „დე­და­ბუ­ნე­ბა“ აკ­ად­ემ­იკ­ოსი გი­ორ­გი გი­გა­ური წერს: „არ­ნოლდ გე­გეჭ­კორ­მა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში გა­იმე­ორა გა­მო­ჩე­ნი­ლი ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლე­ბის: ა. ჰუმ­ბლოდ­ტის, ჩ. დარ­ვი­ნის, ა. უოლ­ეს­ის და სხვა­თა ის­ტო­რი­ული მარ­შრუ­ტე­ბი. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბის სამ­ჯე­რად ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში, ად­რე ჩა­ტა­რე­ბულ სა­ვე­ლე ექ­სპე­დი­ცი­ებ­თან ერ­თად, მან შე­აგ­რო­ვა ფლო­რი­სა და ფა­უნ­ის სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუ­ფე­ბის კო­ლექ­ცი­ები (ინ­ახ­ება სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ის ფონ­დებ­ში), და­აგ­რო­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ული და ვი­ზუ­ალ­ური (ფო­ტო, ვი­დეო) ხა­სი­ათ­ის უმ­დიდ­რე­სი მა­სა­ლა. ის­ინი ას­ახ­ავ­ენ დე­და­მი­წის ლან­დშაფ­ტებს, ბი­ომ­ებს, დაწყე­ბუ­ლი ეკ­ვა­ტო­რი­დან, ვიდ­რე პო­ლა­რუ­ლი გა­ნე­დე­ბის ჩათ­ვლით, დე­და­მი­წის ორ­ივე ნა­ხე­ვარ­სფე­რო­ში, მო­იც­ავ­ენ ინ­ფორ­მა­ცი­ას: ის­ტო­რი­ულ გე­ოლ­ოგი­აში, პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­აში, ეკ­ოლ­ოგი­აში, ბი­ოგე­ოგ­რა­ფი­აში, ევ­ოლ­უცი­აში, ან­თრო­პო­ლო­გი­აში, პა­ლეოანთროპოლოგიაში, ეთ­ნოგ­რა­ფი­ასა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში“.

 

აქ­ვე იმ­ას­აც გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ მი­სი წიგ­ნი „ბი­ოგე­ოგ­რა­ფია“ 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ერ­ებ­ოდა, ხო­ლო „ვეფხის­ტყა­ოს­ანი“ ბი­ოგე­ოგ­რა­ფის თვა­ლით“ არ­ის მო­ნოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ხა­სი­ათ­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნი­მუ­შია. წიგ­ნში მი­მო­ხი­ლუ­ლია ყვე­ლა გე­ოგ­რა­ფი­ული არე­ალი, ტერ­მი­ნი, ცხო­ველ­თა და ფრინ­ველ­თა სა­ხე­ობა, რაც კი რუს­თველს „ვეფხის­ტყა­ოს­ან­ში“ უხ­სე­ნე­ბია, რი­თაც არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი კი­დევ ერ­თხელ ას­კვნის, რომ უკ­ვდავ პო­ემ­აში აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა ბი­ოგე­ოგ­რა­ფი­ული ტერ­მი­ნი XII სა­უკ­უნ­ის სა­ქარ­თვე­ლოს აღ­წერს. სწო­რედ ამ წიგ­ნს წა­რუმ­ძღვა­რა წი­ნა­სიტყვა­ობა ქარ­თველ­მა კლა­სი­კოს­მა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­მა: „მე მე­გო­ნა და არ­ცთუ უს­აფ­უძ­ვლოდ, რომ გუ­ლი ყვე­ლა­ფე­რია და მე ამ შე­ხე­დუ­ლე­ბის მა­რად ერ­თგუ­ლი დავ­რჩე­ბი, მაგ­რამ რა სრულ­ყო­ფი­ლი სი­სავ­სეა, რო­ცა გულს ემ­ატ­ება გო­ნე­ბა; მე წა­ვი­კითხე გულ-ად­ამი­ან­ის მა­ღა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით შექ­მნი­ლი წიგ­ნი და აღ­მოვ­ჩნდი ის­ეთი გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი, რომ­ლის მსგავ­სი გან­ცვიფ­რე­ბა არ­ას­ოდ­ეს გან­მიც­დია. რა­ტომ? ჩვენ­თვის თა­ვი­და­თა­ვი მა­ცოცხლე­ბე­ლი, გა­დამ­რჩე­ნე­ლი შო­თა რუს­თა­ვე­ლი ბრძან­დე­ბა! და მეც შე­მო­მე­მა­ტა იშ­ვი­ათი სი­სავ­სე ბა­ტო­ნი არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რის ამ წიგ­ნის წა­კითხვით. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­ბედ­ნი­ერ­ებ­ის­თვის, თქვე­ნი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, 28 თე­ბერ­ვა­ლი, 2010 წე­ლი“.

 

ამ ფერ­თა პა­ლიტ­რას, რაც არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რის ფო­ტო­აპ­არ­ატს გა­და­უღია, ტი­ლო­ზე ვერც ერ­თი მხატ­ვა­რი ვერ გა­და­იტ­ანს. თი­თოეულ კად­რში, რო­მე­ლიც პე­იზ­აჟ­იცაა, პორ­ტრე­ტიც, ის­ტო­რი­აც და ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კაც, აშ­კა­რად ჩანს, რომ ბუ­ნე­ბა, მარ­თლაც, მბრძა­ნე­ბე­ლია. აქ ნა­ხავთ შვლის ნუკ­რს, „მო­აზ­როვ­ნე დათ­ვს“, ზამ­თრის ულ­ამ­აზ­ეს პა­ნო­რა­მებს, გა­ზაფხუ­ლის ფერ­თა სი­სავ­სეს, შე­მოდ­გო­მის სიმ­ყუდ­რო­ვეს... მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­სა­ოც­არი ისაა, თუ რო­გორ ხე­დავს თი­თოეულ კად­რს მეც­ნი­ერი და ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი. „ახ­ალ­გაზ­რდო­ბა­ში კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კა მი­ტა­ცებ­დაო“, — გვითხრა ერ­თხელ ინ­ტერ­ვი­უში. მი­სი ფო­ტო­არ­ქი­ვის დათ­ვა­ლი­ერ­ებ­ის შემ­დეგ გრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ­აზე მე­ტი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, რაც ბა­ტონ არ­ნოლ­დს ძვე­ლი, „ზე­ნი­ტის“ აპ­არ­ატ­ით გა­და­უღია და შე­მო­უნ­ახ­ავს, არც ერთ კი­ნო­ში არ იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი. „არც კი ვი­ცი, რო­მე­ლი უფ­რო მე­ტად მძლავ­რობ­და ჩემ­ში, ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი, თუ ეს­თე­ტის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ბუ­ნე­ბაო...“ – ამ­ბობს იგი ინ­ტერ­ვი­უში და დას­ძენს – „ალ­ბათ ორ­ივე, რად­გან ერ­თი მე­ორ­ის გა­რე­შე ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნიაო“... ასე იქ­მნე­ბო­და პა­რა­ლე­ლე­ბი ბუ­ნე­ბი­სა და ად­ამი­ან­ის ხე­ლით წარ­მოქ­მნი­ლი სი­ლა­მა­ზი­სა, სე­რი­ები ის­ტო­რი­ული ძეგ­ლე­ბი­სა, ქვა­ში ამ­ღე­რე­ბუ­ლი სტრი­ქო­ნე­ბი­სა...

 

ერ­თგან, ალ­ბათ სვა­ნე­თის ქა­რაფ­თა ძირ­ში, თა­ვის­თვის ჩა­უნ­იშ­ნავს: „ნუ­თუ ოდ­ეს­მე მომ­წყინ­დე­ბა აქა­ურ­ობ­ის ცქე­რა? ნუ­თუ დად­გე­ბა დრო და მი­ზეზს ვე­ღარ გა­მოვ­ძებ­ნი, რა­თა კი­დევ ერ­თხელ მო­ვის­მი­ნო მუ­ლა­ხუ­რას მი­ერ ჩა­მო­ტა­ნი­ლი ზვი­ად მთა­თა სა­არ­აკო ამ­ბე­ბი, რა­თა კი­დევ დავ­ტკბე სუ­რა­თით, რომ­ლის აღ­წე­რა მხო­ლოდ სწო­რუ­პო­ვა­რი პო­ეტ­ის კა­ლამს თუ ხე­ლე­წი­ფე­ბა: „ლა­ჰილ­ზე ის­ევ დი­დე­ბუ­ლი და სავ­სე მთვა­რეა... და ყვე­ლა­ფე­რი ზღაპ­რუ­ლია და იდ­უმ­ალია – ძვე­ლი მურ­ყვა­მი, უშ­ბა, თეთ­ნულ­დი და ლა­მა­რია...“

 

აი, ეს ად­ამი­ანი და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ – სა­ლი კლდის ქუჩ­თან მო­ლა­პა­რა­კე, პო­ეზი­ას­თან წილ­ნა­ყა­რი მეც­ნი­ერი და პე­და­გო­გი, თხე­მით ტერ­ფამ­დე ბუ­ნე­ბის კა­ცი... თუმ­ცა მის წიგ­ნებ­სა და ფო­ტო­ებ­ში გან­სხე­ულ­ებ­ული პო­ეტ­ური სტრი­ქო­ნე­ბი კი­დევ დიდ­ხანს იტყვის, რა სა­ოც­არი სი­ფა­ქი­ზე იმ­ალ­ებ­ოდა ამ კლდე­სა­ვით შე­უდ­რე­კელ ად­ამი­ან­ში, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით თქვა: სამ­ყა­რო, ად­ამი­ანი და რწმე­ნა ერ­თი მთლი­ან­ობაა, ერ­თი სხე­ული, რო­მელ­საც მოვ­ლა და შე­ნახ­ვა სჭირ­დე­ბა.