Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განვითარების და დასაქმების ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის

თა­მარ და­დი­ანი

 

სტუ­დენ­ტთა და კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის­თვის ხე­ლის შეწყო­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის პრი­ორ­იტ­ეტ­ული და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა თსუ-ში კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, რო­მელ­მაც 2014 წლის მარ­ტი­დან ოფ­იცი­ალ­ურ­ად და­იწყო ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება.

 

და­საქ­მე­ბა­სა და კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ში სტუ­დენ­ტთა სერ­ვი­სე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი გრი­გო­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცენ­ტრის საქ­მი­ან­ობ­ის გა­ფარ­თო­ება.

 

— ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თსუ-ში კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­ურ­ად ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს. რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და ვის შე­უძ­ლია ის­არ­გებ­ლოს ცენ­ტრის მომ­სა­ხუ­რე­ბით?

 

— არ­ას­წო­რი იქ­ნე­ბა — სტუ­დენ­ტთა კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი მხო­ლოდ სტუ­დენ­ტთა და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ცენ­ტრის საქ­მი­ან­ობა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის კუთხით არ­ის ცნო­ბი­ლი და ეს სა­ზო­გა­დო­ებ­აში კა­რი­ერ­ული სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­ული. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2019 წლი­დან ყო­ველ სე­მეს­ტრში ტრა­დი­ცი­ულ­ად ვა­ტა­რებთ კა­რი­ერ­ის კვი­რე­ულ­ებს, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სტუ­დენ­ტე­ბის კა­რი­ერ­ის და­გეგ­მვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

 

ზო­გა­დად, კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მი­ზა­ნია თსუ-ის სტუ­დენ­ტე­ბის და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის, კა­რი­ერ­ის და­გეგ­მვის და მარ­თვის პრო­ცეს­ში დახ­მა­რე­ბას და შრო­მის ბა­ზარ­თან სტუ­დენ­ტე­ბის და­კავ­ში­რე­ბას (ცენ­ტრი სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს ტრე­ნინ­გებს, დახ­მა­რე­ბას CV-ის, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის და სხვა სა­აპ­ლი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, აგ­რეთ­ვე პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბას, აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას შრო­მის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ტენ­დენ­ცი­ებ­ზე) და სხვა. რო­გორც ვხე­დავთ, კა­რი­ერ­ულ ცენ­ტრს საქ­მი­ან­ობ­ის ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქ­ვს და, შე­სა­მა­ბი­სად, სერ­ვი­სე­ბიც ამ მხრივ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტარ­დე­ბა: კა­რი­ერ­ის კვი­რე­ულ­ები; „კა­რი­ერ­ის მარ­თვის“ კურ­სი; ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური და ჯგუ­ფუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ები, ხო­ლო შრო­მის ბა­ზარ­თან სტუ­დენ­ტე­ბის და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თობ­ლი­ვი სტა­ჟი­რე­ბე­ბის პროგ­რა­მის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ელ­ება; სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და­საქ­მე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მე­მო­რან­დუ­მე­ბის გა­ფორ­მე­ბა; და­საქ­მე­ბე­ბის ფო­რუ­მე­ბის და დამ­საქ­მებ­ლებ­თან სტუ­დენ­ტე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის, და­საქ­მე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნ­არ­ებ­ის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სხვა.

 

— რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დია ცენ­ტრის სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან?

 

— უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ცენ­ტრის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი და კურ­სე­ბი საკ­მა­ოდ დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს სტუ­დენ­ტებ­სა და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­ში. კვი­რე­ულ­ებ­ზე, სა­შუ­ალ­ოდ, 100-150 სტუ­დენ­ტია ჩარ­თუ­ლი, ხო­ლო ტრე­ნინ­გებ­ზე წლი­ურ­ად, სა­შუ­ალ­ოდ, 700-800 სტუ­დენ­ტი რე­გის­ტრირ­დე­ბა. სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში ყო­ველ­წლი­ურ­ად, სა­შუ­ალ­ოდ, 1500-1700 სტუ­დენ­ტია ჩარ­თუ­ლი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თხელ მა­ინც მი­იღ­ებს ჩვენს პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, ყო­ველ შემ­დეგ პრო­ექ­ტში კი­დევ უფ­რო დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით და ინ­ტე­რე­სით ერ­თვე­ბა. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ის­იც უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ცენ­ტრის საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა ჩვე­ნი მუ­შა­ობ­ის ერთ-ერ­თი პრი­ორ­იტ­ეტ­ული მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩე­მი მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტს და კურ­სდამ­თავ­რე­ბულს მა­თი კა­რი­ერ­ის კონ­სულ­ტი­რე­ბის კუთხით უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჰყავ­დეს სან­დო პარ­ტნი­ორი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეც­დე­ბა მა­თი კა­რი­ერ­ის თუ და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში დახ­მა­რე­ბას.

 

— დღეს სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი ქარ­თულ შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­მართ. ის­ინი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ არ­ას­ტა­ბი­ლურ სა­მუ­შაო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, არა­ან­აზღა­ურ­ებ­ად სტა­ჟი­რე­ბებ­ზე, მე­ტის­მე­ტად და­ბალ ან­აზღა­ურ­ებ­აზე, რაც მათ მო­ტი­ვა­ცი­აზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. დამ­საქ­მებ­ლე­ბი რო­გორ ხსნი­ან ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და რა პო­ზი­ცია და მო­საზ­რე­ბე­ბი აქ­ვთ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

 

— ქარ­თუ­ლი შრო­მის ბა­ზა­რი რომ იდი­ალ­ურ­ის­გან შო­რის არ­ის, ამ­აზე ყვე­ლა ვთან­ხდე­ბით. თუმ­ცა შრო­მის ბა­ზა­რიც იმ რე­ალ­ობ­ის ნა­წი­ლია, სა­დაც ვცხოვ­რობთ... მძი­მე და არ­ას­ტა­ბი­ლურ სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ რე­ალ­ობ­აში სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია ჩვე­ნი შრო­მის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ეს მდო­მა­რე­ობ­აც. საქ­მე ისაა, რომ არ­ის პრო­ფე­სი­ები, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტი გვყავს, ვიდ­რე მოთხოვ­ნა გვაქ­ვს ქარ­თულ შრო­მის ბა­ზარ­ზე. არ­ის ის­ეთი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით მე­ტია მოთხოვ­ნა, ვიდ­რე სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი გვყავს. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, აბ­იტ­ური­ენ­ტის სწო­რი პრო­ფე­სი­ული ორი­ენ­ტა­ცი­ით უნ­და მოხ­დეს. ზო­გა­დად შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი ან სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში და­დე­ბი­თი აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბით და სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­ური ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მუ­შა­ობს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით.

 

არ­სე­ბობს სხვა პრობ­ლე­მაც, რო­მე­ლიც დამ­საქ­მებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს გა­მო­იკ­ვე­თა. კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას აკ­ლია ის პრაქ­ტი­კუ­ლი უნ­არ­ები, რო­მე­ლიც დარ­გის პრო­ფე­სი­ონ­ალს უნ­და ჰქონ­დეს მუ­შა­ობ­ის დროს, ანუ დამ­საქ­მებ­ლე­ბის ხედ­ვით, სტუ­დენ­ტე­ბი და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი უფ­რო მე­ტად ფლო­ბენ თე­ორი­ულ ცოდ­ნას, მა­გა­რამ არ აქ­ვთ ის უნ­არ­ები, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით მო­ახ­ერ­ხე­ბენ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში რე­ალ­იზ­ებ­ას. ეს ფაქ­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან მი­ახ­ლო­ებ­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე მი­უთ­ით­ებს. ცალ­კე პრობ­ლე­ბაა უცხო ენ­ის და კერ­ძოდ, დარ­გის სპე­ცი­ალ­ის­ტის­თვის სა­ჭი­რო უცხო ენ­ის არ ცოდ­ნა, რაც სე­რი­ოზ­ულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს გლო­ბა­ლურ შრო­მის ბა­ზარ­ზე კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა მუ­შა­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მხრივ.

 

სტუ­დენ­ტე­ბის და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კოს­ნულ­ტი­რე­ბის დროს მათ მუდ­მი­ვად ვურ­ჩევთ, რომ იფ­იქ­რონ გლო­ბა­ლუ­რად, ანუ არ შე­მო­იფ­არ­გლონ ად­გი­ლობ­რი­ვი შრო­მი­თი ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბით და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მარ­თონ მი­ნი­მუმ რე­გი­ონ­ის შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს უცხო ენ­ებ­ის შეს­წავ­ლას პრო­ფე­სი­ული სა­ჭი­რო­ებ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე.

 

ას­ევე, ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცია გვაქ­ვს ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან — სტა­ჟი­რე­ბის ყვე­ლა პროგ­რა­მა ეფ­ექ­ტუ­რია (თუნ­დაც არა­ან­აზღა­ურ­ებ­ადი), სა­დაც ხდე­ბა შე­ნი, რო­გორ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ის, გან­ვი­თა­რე­ბა.

 

თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ბა­ზარ­ზე ცვა­ლე­ბა­დო­ბა და არ­ას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა ჩვე­ულ­ებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა... ამ­იტ­ომ ყვე­ლამ უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ერ­ის­თვის სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი თვით­გან­ვი­თა­რე­ბა. მხო­ლოდ იმ­ის იმ­ედ­ზე ვერ ვიქ­ნე­ბით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენ­თვის სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხურ­ში ხელ­გაშ­ლი­ლი გვე­ლო­დე­ბი­ან.

 

ამ­იტ­ომ, ჩვე­ნი მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ჰქონ­დეთ შრო­მის ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის უნ­არ­ები, ანუ ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

 

— რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ, გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია უმ­უშ­ევ­რო­ბის ახ­ალ და მას­შტა­ბურ ტალ­ღას ქმნის. რო­გორ უმ­კლავ­დე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვას თსუ-ის კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი? არ იკ­ლო დამ­საქ­მე­ბელ­თა აქ­ტი­ურ­ობ­ამ?

 

— რა თქმა უნ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­მა იკ­ლო გარ­კვე­ულ სფე­რო­ებ­ში, მაგ­რამ გა­იზ­არ­და IT და სა­ბან­კო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ზო­გა­დად, ძნე­ლია ვი­სა­უბ­როთ და­საქ­მე­ბა­ზე ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა პან­დე­მი­ის გა­მო 6 % -ით შემ­ცირ­და.

 

ნო­ემ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში კა­რი­ერ­ის სერ­ვი­სე­ბის და და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა COVID-19 პე­რი­ოდ­ში. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, პან­დე­მი­ამ ახ­ალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ამ­ცი­რა. ყვე­ლა­ზე დი­დი კლე­ბა ჰქონ­და ეს­პა­ნეთს და პორ­ტუ­გა­ლი­ას, ხო­ლო ნაკ­ლე­ბად შე­ეხო ჰო­ლან­დი­ას და გერ­მა­ნი­ას. ანუ პრობ­ლე­მა მა­ინც ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ პა­რა­მეტ­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

რაც შე­ეხ­ება ჩვენს ძა­ლის­ხმე­ვას, და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის სა­აგ­ენ­ტოს­თან ერ­თად ვიწყებთ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტე­ბის და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის დამ­საქ­მებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას და მათ კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

 

covid-19 ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რია სტა­ჟი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა, სა­დაც 354 სტუ­დე­ტი შეძ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ან სტა­ჟი­რე­ბას.

 

— აპ­ირ­ებს თუ ცენ­ტრი მო­მა­ვალ­ში საქ­მი­ან­ობ­ის გა­ფარ­თო­ებ­ას?

 

— ჩვე­ნი საქ­მი­ან­ობა თან­და­თან ფარ­თოვ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია გა­ცი­ლე­ბით მეტ სტუ­დენ­ტზე იყ­ოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი თსუ-ის კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის სერ­ვი­სე­ბი. ამ მიზ­ნით გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ „მენ­ტო­რის“ პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს: სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ტრე­ნინ­გებ­ში იღ­ებ­ენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში და სა­თა­ნა­დოდ დატ­რე­ნინ­გე­ბის გზით თვი­თონ ხდე­ბი­ან კა­რი­ერ­ის მარ­თვის ტრე­ნე­რე­ბი, რაც სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს კი­დევ უფ­რო გა­ვა­ფარ­თო­ოთ ჩვენს სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­რი­ერ­ის მარ­თვის კურ­სი, სა­დაც სწო­რედ სტუ­დენ­ტი მენ­ტო­რე­ბი ატ­არ­ებ­ენ კა­რი­ერ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გს. თუ წი­ნა სე­მეს­ტრში კა­რი­ერ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო, ჯამ­ში, 230 სტუ­დენ­ტი და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ამ ტრე­ნინ­გე­ბის ფარ­გლებ­ში 400-მდე სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ­დე­ნად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მომ­დევ­ნო სე­მეს­ტრებ­ში კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გვაქ­ვს ის, რომ კა­რი­ერ­ის და­გეგ­მვას და პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ას და­ვიწყებთ ჯერ კი­დევ სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბი­დან, რაც ხელს შე­უწყობს თსუ-ის მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხედ­ვა უკ­ვე დი­დი ხა­ნია მი­ღე­ბუ­ლი და აღი­არ­ებ­ულია და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ასე რომ, სექ­ტემ­ბრი­დან ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ის­თვი­საც, რაც ხელს შე­უწყობს მათ გა­აზ­რე­ბულ არ­ჩე­ვანს და შემ­დგომ კა­რი­ერ­ულ ზრდას.

 

ას­ევე, ვმუ­შა­ობთ რამ­დე­ნი­მე ტრე­ნიგ­ზე (microsoft word and excel) უცხო­ენ­ოვ­ანი პრო­ფე­სი­ული ლექ­სი­კა), რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტე­ბის კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

 

და­სას­რულს მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ მუდ­მი­ვად მზად ვართ მო­ვის­მი­ნოთ ყვე­ლა ის წი­ნა­და­დე­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს სტუ­დენ­ტებს და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბათ კა­რი­ერ­ულ ზრდა­სა და და­საქ­მე­ბა­ში.

 

და­საქ­მე­ბა­სა და კა­რი­ერ­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე ყვე­ლა სტუ­დენ­ტს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს თსუ-ის სტუ­დენ­ტთა კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრს თსუ-ს II კორ­პუს­ში, # 103 ოთ­ახ­ში.