Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზიური ბიზნესის აკადემიის კონკურსში გამარჯვებულები თსუ-დან

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის — მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძის, ელ­ენე სვა­ნი­ძი­სა და თა­თია თუ­რა­ზაშ­ვი­ლის კვლე­ვა, რო­მე­ლიც კო­რე­ული კომ­პა­ნი­ის Big Hit Entertainment-ის (HYBE Labels) ინ­ოვ­აცი­ურ მიდ­გო­მებ­ს, ბიზ­ნეს გეგ­მებ­ს, სტრა­ტე­გი­ებ­სა და სტან­დარ­ტუ­ლი გა­სარ­თო­ბი კომ­პა­ნი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებ­ს ეხ­ება, წიგ­ნში — „How Asian Brands Soar 6“ — და­იბ­ეჭ­და. კვლე­ვამ აზი­ური ბიზ­ნე­სის აკ­ად­ემი­ის (Academy of Asian Business) კონ­კურ­სში გა­სულ წელს გა­იმ­არ­ჯვა და სა­უკ­ეთ­ესო ათე­ულ­ში მოხ­ვდა. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მე­ბი კრე­ბულ­ში — „How Asian Brands Soar 6“ — გააერთიანა. მი­სი შე­ძე­ნა ვებ-გვერ­დზე — amazon.com — არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

„Academy of Asian Business-ის პუბ­ლი­კა­ცი­ებს აქ­ტი­ურ­ად იყ­ენ­ებ­ენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და ის­ინი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ის­ეთ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა Cambridge University Library, Princeton University Library, Northwestern University Library, Penn State University Libraries, Kenyatta University Library“, — გვითხრა ელ­ენე სვა­ნი­ძემ.

 

„უშუ­ალ­ოდ ჩვე­ნი კვლე­ვის შემ­ფა­სებ­ლებ­მა მოგ­ვწე­რეს, რომ კვლე­ვა Harvard Business Review-ს დო­ნი­საა და ძა­ლი­ან მო­ეწ­ონ­ათ ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი. ზო­გა­დად, წი­ნა წლის პუბ­ლი­კა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ის­ინი ყო­ველ­თვის კარ­გი გა­მოხ­მა­ურ­ებ­ით ხა­სი­ათ­დე­ბო­და“, — აღ­ნიშ­ნა თა­თია თუ­რა­ზაშ­ვილ­მა.

 

„მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ კვლე­ვის დაწყე­ბამ­დე ბიზ­ნე­სი და ეკ­ონ­ომ­იკა არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის უშუ­ალო შეს­წავ­ლის ობი­ექ­ტი, კვლე­ვის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა სა­მარ­თლის სფე­როს და კვლე­ვის საგ­ნის გა­დაკ­ვე­თა. ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლოდ რო­გორც აკ­ად­ემი­ურ, ისე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ან­ობ­აში აქ­ტი­ურ­ად ვი­მუ­შა­ვებ ამ სა­კითხებ­ზე“, — გა­ნაცხა­და მა­რი­ამ კა­ცი­ტა­ძემ.

 

ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის კვლე­ვა Academy of Asian Business ივ­ნი­სის ნო­მერ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

 

აზი­ური ბიზ­ნე­სის აკ­ად­ემი­ის კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­ურია. მას­ში სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ის­ეთი წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ, რო­გო­რი­ცაა ჰარ­ვარ­დი, კემ­ბრი­ჯი... კონ­კურ­სის მი­ზა­ნია აზი­ური ბიზ­ნეს­პო­ლი­ტი­კის კვლე­ვა. გა­სულ წელს კონ­კურ­სში 2000 გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა უპ­ირ­ატ­ეს­ობა ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან მო­იპ­ოვ­ეს.