Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

I საერთაშორისო კონფერენცია - „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ – თსუ-ში

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

 

უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი, მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტნი­ორ­ებ­თან და ერ­თობ­ლივ კვლე­ვით პრო­ექ­ტებ­ში ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლეს ტრან­სლა­ცი­ური და კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის პირ­ველ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე, რო­მე­ლიც ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მრჩე­ველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს ეგ­იდ­ით ჩა­ტარ­და. კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­დი­ცი­ნის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ას­ევე, აშშ-სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან.

 

რო­გორც თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა დი­მიტ­რი კორ­ძაიამ აღ­ნიშ­ნა, კონ­ფე­რენ­ცია ტრა­დი­ცი­ული გახ­დე­ბა და 2 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა. მან ხა­ზი გა­უს­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ფა­კულ­ტე­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო წევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას. 2021 წელს თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­თან შექ­მნილ მრჩე­ველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო­ში გა­წევ­რი­ან­ებ­ულია 15 ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ერი 10-ზე მე­ტი ქვეყ­ნი­დან და მი­სი მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება, ერ­თობ­ლი­ვი და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა.

 

„მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­იქ­მნა და შემ­დეგ უკ­ვე აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის. ჩვენ გვჭირ­დე­ბა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი, მო­წი­ნა­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან მე­დი­ცი­ნა­ში ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­დი­ცი­ნის ზო­გი­ერთ დარ­გში, ჩვენ­ზე წინ არი­ან. მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს წევ­რე­ბი თსუ-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად არი­ან“,- აღ­ნიშ­ნა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა დი­მიტ­რი კორ­ძაიამ.

 

ექ­სპერ­ტე­ბი ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში მრჩე­ველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს შექ­მნას უნ­იკ­ალ­ურ პრე­ცე­დენ­ტად აფ­ას­ებ­ენ. ამ ფორ­მატ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ში კვლე­ვე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გვის სა­უკ­ეთ­ესო შე­საძ­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვა. საბ­ჭოს ორ­გა­ნი­ზე­ბით იგ­ეგ­მე­ბა ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის ხა­რის­ხის ამ­აღ­ლე­ბის, სა­ექ­სპერ­ტო საქ­მი­ან­ობ­ის, დარ­გობ­რი­ვი ლექ­ცი­ებ­ის და სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ას­ევე, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი­სა და ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება.

 

„საბ­ჭოს შეხ­ვედ­რე­ბი ერ­თი წლის წინ ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში და­იწყო, ამ­ჯე­რად კი პირ­ვე­ლად გა­იმ­არ­თე­ბა წევ­რთა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, ას­ევე გა­ნი­საზღვრე­ბა საბ­ჭოს წევ­რთა დარ­გობ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბა. დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­აზე სტუ­დენ­ტებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა — გა­ეც­ნონ და მო­უს­მი­ნონ წარ­მა­ტე­ბულ, მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ულ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ნამ­დვი­ლად ზრუ­ნავს სწავ­ლი­სა და კვლე­ვის ინ­ტეგ­რა­ცი­აზე. სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სტუ­დენ­ტებ­მა მო­უს­მი­ნონ წარ­მა­ტე­ბულ, მსოფ­ლი­ოში აღი­არ­ებ­ულ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს, თა­ვი­ან­თი თე­მე­ბი წა­რად­გი­ნონ და, რაც მთა­ვა­რია, ამ კო­ლა­ბო­რა­ცი­ის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირ­მა გრძე­ლი­ძემ.

 

სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ახ­ალი ინ­იცი­ატ­ივ­ებ­ისა და ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს უცხო­ელი პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც.

 

„გო­ტინ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტს სურს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, გვჯე­რა, რომ ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ობ­ებ­ის­თვის“, — გა­ნაცხა­და გო­ტინ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ოტო რე­ინ­ჰოფ­მა.

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კე­ბის გა­ფარ­თო­ებ­ის და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პარ­ტნი­ორი კლი­ნი­კის „ამ­ერ­იკ­ული ჰოს­პი­ტა­ლი თბი­ლი­სი“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ერ­ჯან აიილ­დიზ­მა.

 

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ გვაქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვიზ­რუ­ნოთ სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მის ზრდა­ზე. ვი­აზ­რებთ იმ ფაქ­ტს, რომ პრო­ფე­სი­ონ­ალი მე­დი­კო­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრაქ­ტი­კა. ვფიქ­რობ, თსუ-სა და ამ­ერ­იკ­ული ჰოს­პიტ­ლის კო­ლა­ბო­რა­ცია სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და კლი­ნი­კე­ბის­თვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­უკ­ეთ­ესო მა­გა­ლი­თი და გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა ერ­ჯან აიილ­დიზ­მა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­აზე სა­ბა­ზი­სო კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის იმ­პლე­მენ­ტა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ლუნ­დის (შვე­დე­თი) უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ზა­ალ კო­კაიამ და იმ­ედი გა­მოთ­ქვა, რომ ქარ­თველ მკვლევ­რებს და კლი­ნი­ცის­ტებს მო­მა­ვალ­შიც ექ­ნე­ბათ უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

 

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ თბი­ლის­ში ტარ­დე­ბა ას­ეთი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცია. თვით ის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პროგ­რა­მა­ში შემ­ხვდა, არ­ის პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ­ით, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნის უკ­ან არ­ის ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი. ის­ინი ჩვენ­თან ერ­თად ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი მე­დი­ცი­ნის, ჩვე­ნი სა­მეც­ნი­ერო ბა­ზი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რაც ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია“, — აღ­ნიშ­ნა კონ­ფე­რენ­ცი­ის მომ­ხსე­ნე­ბელ­მა, კლი­ნი­კა „გუ­ლის“ ელ­ექ­ტრო­ფი­ზი­ოლ­ოგი­ური დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, არ­ით­მო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ჯა­ლა­ბა­ძემ.

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აზე — „ტრან­სლა­ცი­ური და კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა“ — მოხ­სე­ნე­ბებ­თან ერ­თად მრჩე­ველ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭოს წევ­რებ­მა სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­იც წა­იკ­ითხეს.

 

კონ­ფე­რენ­ცია შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნულ­მა სა­მეც­ნი­ერო ფონ­დმა და­აფ­ინ­ან­სა. გახ­სნის ღო­ნის­ძი­ებ­ას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ირ­მა გრძე­ლი­ძე, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი დი­მიტ­რი კორ­ძაია და თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო წევ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.