შპს ,,ემჯეი მენეჯმენტი“ 2023 წლის 04 სექტემბერს დაარსდა საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებისთვის, ეფექტიანი და შედეგებზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურების გასაწევად.
ფუნქცია-მოვალეობები
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის;
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
- მორიგებული საქმეების მართვა;
- აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კომუნიკაცია;
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (აუცილებელია)
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
- სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება
- გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
- სადაზღვევო სამართლის ცოდნა (გამოცდილება ამ მიმართულებით უპირატესობად ჩაითვლება)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- სამართლებრივი წერის კულტურა
- უცხო ენა: ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა)
პიროვნული უნარები
- ორგანიზებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მაღალი ემოციური ინტელექტი
ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით გადალახვის შემდგომ კანდიდატს დაენიშნება ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@mjmanagement.ge
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.mjmanagement.ge და LinkedIn-ის გვერდი: www.linkedin.com/company/llcmjmanagement/
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026 წ.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.