geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქონების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ #10

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი - 09:00/18:00

ანაზღაურება: 1568 ლარი net

 

ძირითადი მოვალეობები:

 

კომპანიის ქონების აღრიცხვისა და ადმინისტრირების ეფექტიანი უზრუნველყოფა.

კომპანიის ბალანსზე არსებული აქტივების რეესტრის წარმოება, განახლება და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;

ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივირება;

ქონების შეძენის, იჯარით აღების, იჯარით გაცემის, გადაცემისა და სხვა სამართლებრივი პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

საჯარო რეესტრში, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;

ქონებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის მომზადება და რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ქონების შეძენისა და იჯარასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

აუქციონებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;

ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ამონაწერების, საკადასტრო გეგმებისა და სხვა დოკუმენტების ბაზის წარმოება;

აუდიტის, ინვენტარიზაციისა და სხვა შემოწმებებისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;

ქონების მართვის კოორდინატორისათვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით;

მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და იჯარასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების საფუძვლიანი ცოდნა;

Ms Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

 

>> სარეგისტრაციო <<