სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობისა და კანცელარიის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, დიღომი; აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა (კანცელარია; ელექტრონული ფოსტა)
· ოფისში შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება
· სოციალური მედიის მართვა საჭიროებისამებრ (FB Inbox, FB Comments)
· ქოლ-ცენტრის ფუნქციის შეთავსება (ნაწილობრივ)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· Microsoft Office (Excel, Word; Power-Point) საბაზისო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· საქმის ეფექტურად განაწილების უნარი
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი
· დეტალებზე ორიენტირებულობა
· გადაწყვეტილების მიღების უნარი
· დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
>> სარეგისტრაციო ბმული <<